Author Archives: energy

სოციალურად დაუცველები ელექტროენერგიაზე შეღავათით ისარგებლებენ

დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტროენერგია შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების გამო 17 აგვისტოს თბილისის უბნების გარკვეულ ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. დიდუბის რაიონი გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაგზლის მოედნის, წერეთლის გამზირის, თამარ მეფის გამზირის, ქურდიანის, აბასთუმნის, წინამძღვრიშვილის, ევდოშვილის, დავით ყიფიანის, სოხუმის და ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის VI კვარტალის და მიქელაძის ქუჩის მოსახლეობას. ნაძალადევის ...

Read More »

მიმდინარე წელს აზერბაიჯანული გაზის ექსპორტი 56,4%-ით გაზარდა

მიმდინარე წლის იანვრიდან ივლისამდე პერიოდში აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის ექსპორტმა 12,061 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. ინფორმაციას ქვეყნის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტი ავრცელებს. აღნიშნული მაჩვენებელი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 56,4%-ით მეტია. 2021 წლის 7 თვის განმავლობაში აზერბაიჯანიდან ექსპორტირებული ბუნებრივი აირის მოცულობა 35.4%-ით გაიზარდა და 2.015 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. ხსენებული მოცულობიდან 6.793 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი ექსპორტზე გავიდა თურქეთში, 2.561 მილიარდი ...

Read More »
"მზის სოფლები" - რატომ არ იყენებს საქართველო მზის ენერგიის დიდ რესურსს, რაც ელექტროენერგიის საფასურს სამჯერ გააიაფებს

2023 წლიდან კალიფორნიაში სახურავებზე მზის პანელების დამონტაჟება სავალდებულო იქნება

კალიფორნიის ენერგეტიკულმა კომისიამ (CEC) ერთხმად დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მშენებარე სახლებზე მზის პანელების დამონტაჟებას ავალდებულებს. დოკუმენტის თანახმად, ყველა სახელმწიფო დეველოპერს 2023 წლიდან კომერციულ შენობებზე პანელების განთავსება მოეთხოვება . შტატის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პოზიტიურ გავლენას მოახდენს კალიფორნიის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. ახალი კანონპროექტი, სახელწოდებით “2022 წლის ენერგოკოდექსი”, ვრცელდება ყველა კომერციულ შენობაზე, იუწყება Eletreck. ხსენებული სია მოიცავს სასტუმროებს, ოფისებს, ჯანდაცვის ობიექტებს, კინოთეატრებს, საცალო ...

Read More »

მერსედესის უახლესი ელექტრომობილი ასი ათას დოლარზე მეტი ეღირება

„მერსედეს-ბენცმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ კომპანიის წამყვანი ელექტრომობილის – EQS-ის საწყისი ფასი ასი ათასი აშშ დოლარი იქნება. „მერსედესის“ საბაზისო მოდელი, რომელიც გერმანიაში უკვე იყიდება, 90 კილოვატ-საათის სიმძლავრის ელექტრობატარეების კომპლექტით და ერთი ელექტროძრავითაა აღჭურვილი და 106 ათასი ევრო ღირს, ხოლო ორძრავიანი მოდელი, რომელსაც 107.8 კილოვატ-საათის სიმძლავრის ელექტრობატარეათა კომპლექტი უყენია, 135 ათასი ევრო ღირს. აღსანიშნავია, რომ ზემოთხსენებული ფასები საბაზოა, რადგან „მერსედესის“ გადაწყვეტილებით პროგრამულ უზრუნველყოფასთან ...

Read More »

IHA: ჰიდროენერგეტიკამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პანდემიასთან ბრძოლაში

Covid-19–მა ნათლად დაგვანახა გლობალური კრიზისების დროს ჰიდროენერგეტიკის გამძლეობა, საიმედოობა და მოქნილობა. ჰიდროელექტროსადგურების ოპერატორებმა წარმატებით შეძლეს “შეენარჩუნებინათ სინათლე” ეკონომიკის ძირითადი დარგებისთვის – იუწყება “ჰიდროენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო” (IHA). კრიზისულმა სიტუაციამ განსაკუთრებით გაამძაფრა საკმარისი სიმძლავრით ნებისმიერ დროს უზრუნველყოფის  საჭიროება, რამაც ცვალებადი განახლებადი ენერგიის დარგები გარკვეული ოპერაციული გამოწვევების წინაშე დააყენა – ნათქვამია სააგენტოს ანგარიშში. ჰიდროელექტროსადგურების ერთ-ერთი უმთავრესი “ღირსება” – მოქნილობა, ყველაზე ნათლად გამოჩნდა 2020 ...

Read More »

ჩინეთმა ნავთობისა და გაზის წარმოება გაზარდა

ჩინეთმა 2021 წლის იანვარ-ივლისში, ასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნავთობის წარმოება 2.4%-ით, ხოლო ბუნებრივი აირის წარმოება 10.7%-ით გაზარდა. ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო სტატისტიკური ბიუროს მონაცემები მოწმობს. 2021 წლის პირველ შვიდ თვეში ჩინეთმა 116.2 მილიონი ტონა ნავთობი მოიპოვა. 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდამ 2.4% შეადგინა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან კი – 3.9%. ნავთობის გადამუშავების მოცულობამ 2021 წლის იანვარ-ივლისში 412.4 მლნ ტონას ...

Read More »

ირანი ერაყისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას წყვეტს

ენერგოდეფიციტის გამო ირანი დროებით აჩერებს ელექტროენერგიის ექსპორტს ერაყში, განაცხადა ირანის ენერგოდისტრიბუციის კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მოზატაფა რაჯაბი მაშადმა. ”ჩვენი ქვეყნის საჭიროებები გახდა მიზეზი იმისა, რომ ჩვენ შევწყვიტეთ ელექტროენერგიის ექსპორტი ერაყში” – აღნიშნა მან. გარდა ამისა, მაშჰადის სიტყვებით, მცირდება ექსპორტი ავღანეთშიც: დღეს ჩვენ ექსპორტზე 13 მეგავატი ელექტროენერგია გავაგზავნათ, ამ დროს, გასულ კვირის მაჩვენებელი 100 მეგავატი იყო. აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე დასძინა, რომ 2020 ...

Read More »

კრიპტოვალუტის მთლიანმა საბაზრო ღირებულებამ $2 ტრილიონს გადააჭარბა

ბიტკოინის ფასის სტაბილური ზრდის გამო კრიპტოვალუტის მთლიანმა საბაზრო ღირებულებამ $2 ტრილიონს კვლავ გადააჭარბა. კრიპტოვალუტის საბაზრო ღირებულება შაბათს $2.06 ტრილიონამდე გაიზარდა, იტყობინება CoinGecko, რომელიც 8,800-ზე მეტ მონეტას აკონტროლებს. ბიტკოინმა მიაღწია $48,152-ს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 16 მაისის შემდეგ. კვირას ჰონგ კონგში, კარდანო – ამჟამად სიდიდით მესამე კრიპტოვალუტა ბიტკოინისა და ეთერიუმის შემდეგ – 47%-ით გაიზარდა. CoinGecko-ს ფასების მიხედვით, იმავე პერიოდში Binance Coin ...

Read More »
თბილისის რაიონების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგების მიწოდება დროებით შეეზღუდება

ძავბის ვარდნას აფხაზეთში კოვიდ-პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა

აფხაზეთში კორონავირუსით დაავადებული პაციენტი ელექტროენერგიის ძაბვის ვარდნის გამო გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა. როგორც აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა ედუარდ ბუთბამ ვიდეო გზავნილში აღნიშნა, გუდაუთის კოვიდ-ჰოსპიტალის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ორ პალატაში გამოირთო შუქი, რის გამოც გაითიშა აღჭურვილობა. შედეგად, ერთ-ერთი პაციენტი, 1957 წელს დაბადებული მამაკაცი გარდაიცვალა. კიდევ სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ბუთბას განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის  13 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  70.59 (- 0,72) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  68.44 (- 0,65)  დოლარი/ბარელზე.

Read More »