Author Archives: energy

ამერიკელებმა ბენზინის გაიაფებით 115 მილიარდი დოლარი დაზოგეს

კალიფორნიაში საწვავის ფასებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

ამერიკის კალიფორნიის შტატის მძღოლები იძულებულნი იქნებიან გადაიხადონ რეკორდული ფასები საწვავში – იუწყება Fox Business. მათი ინფორმაციით, ერთი გალონის (დაახლოებით 4.5 ლიტრი) ბენზინის ღირებულება 4.39 აშშ დოლარია. მაშინ, როდესაც ერთი წლით ადრე, აღნიშნული მაჩვენებელი 3.23 აშშ დოლარს უტოლდებოდა. ამავდროულად, ბენზინის საშუალო ფასები ქვეყანაში არ აღემატება 3.2 აშშ დოლარს. როგორც ამერიკის საავტომობილო ასოციაციაში აღინიშნა, მოცემული არის ისტორიაში ყველაზე მაღალი ფასები ანალოგიური პერიოდისთვის. ...

Read More »
სერგეი ლავროვი: ქართველი ხალხი მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი შეცდომებისთვის არ უნდა იხდიდეს საფასურს

ლავროვი: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ რამდენიმე დღეში ამუშავდება

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსული გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ რამდენიმე დღეში ამუშავდება. ამის შესახებ რუსული სააგენტო „ინტერფაქსი“ მინისტრის სატელევიზიო გამოსვლაზე დაყრდნობით წერს. „მშენებლობა რამდენიმე დღეში დასრულდება და დაიწყებს მუშაობას“, განაცხადა ლავროვმა. აღნიშნული პროექტი წლებია, საერთაშორისო განხილვის საგანია. მისი ამუშავების შემდეგ რუსეთი კარგავს ინტერესს, უკრაინის გავლით გაატაროს ბუნებრივი გაზი ევროპის ბაზარზე. ამ ტრანზიტის შეწყვეტით, ისედაც მძიმე ...

Read More »
თბილისი-თელეთის დასახლებაში გაზიფიცირების პროექტის განხორციელება დაიწყო

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასმა 650 დოლარს გადააჭარბა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი უკონტროლო ზრდას აგრძელებს. ოქტომბრის ფიუჩერსების კონტრაქტის ღირებულება ნიდერლანდებში TTF-ზე ათას კუბურ მეტრზე დაახლოებით 659 აშშ დოლარს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ წინა კვირის დასაწყისში, ბუნებრივი აირის ფასი ევროპაში თითქმის 100 აშშ დოლარით დაეცა, როდესაც ყალბი ინფორმაცია გავრცელდა Nord Stream 2-ით გაზმომარაგების სავარაუდო დაწყების შესახებ, შემდეგ კი, “გაზპრომის” შეტყობინების, 5,6 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შესაძლო მიწოდების შესახებ. Financial ...

Read More »

გაერო: ბუნებრივი კატასტროფები უფრო ხშირი და უფრო ხარჯიანი ხდება

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სააგენტოს მონაცემებით, ბოლო 50 წლის განმავლობაში კლიმატური ცვლილებით განპირობებული კატასტროფების რაოდენობა 5-ჯერ გაიზარდა. წყალდიდობებმა, ხანძრებმა და მსგავსმა კატაკლიზმებმა ამ პერიოდის განმავლობაში 2 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და 3.64 ტრილიონი აშშ დოლარის ოდენობის ზარალი გამოიწვია. მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის განცხადებით, მათ მიერ გამოცემული ბოლო ანგარიში, Atlas-ი, ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვაა ამინდის, წყლისა და კლიმატის ცვლილებით  გამოწვეული სიკვდილიანობისა და ეკონომიკური დანაკარგების ...

Read More »

ბიტკოინის ფასი ზრდას განაგრძობს

CoinDesk-ის მონაცემებით, ბიტკოინის ღირებულება 52 000 აშშ დოლარს უახლოვდება. 6 სექტემბრისთვის კრიპტოვალუტის ფასი 3.83%-ით გაიზარდა და 51 857.92 აშშ დოლარი შეადგინა. შედეგად, მისმა კაპიტალიზაციამ 975.32 მილიარდ დოლარს მიაღწია. ყველაზე მაღალი ბიტკოინის ღირებულება მიმდინარე წლის აპრილში იყო. მან მაქსიმალურ ღირებულებას, 64,829.14 აშშ დოლარს მიაღწია. კრიპტოვალუტის ბაზრის საერთო ღირებულებამ 2.157 ტრილიონ დოლარს მიაღწია.

Read More »

ინოვაციური იატაკი, რომელზე სიარულის დროსაც ელექტროენერგიის გამომუშავება შეგიძლიათ

შვეიცარიაში, ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა შექმნეს ინოვაციური იატაკი, რომელზე სიარულის დროსაც ელექტროენერგიის გამომუშავებაა შესაძლებელი. გამოცემა Science Daily-ის მიხედვით, იატაკზე ფეხის ყოველი დადგმის დროს ელექტროენერგია წარმოიქმნება, რაც სპეციალური ნანოგენერატორების მეშვეობით ხორციელდება. მეცნიერებმა ისინი სპეციალურად დამუშავებული ხის ორ ნაწილს შორის მოათავსეს. იატაკზე სიარულის დროს ნანოგენერატორი ელექტრულად იმუხტება და ენერგია ერთი ობიექტიდან მეორეში გადადის. მეცნიერებმა სპეციალური იატაკის შექმნის დროს სხვადასხვა სახეობის ხე ...

Read More »

ლევან დავითაშვილი: „ნამახვანჰესის“ პროექტზე მიმდინარეობს მედიაციის პროცესი

ენერგოგაერთიანების მედიაციით მიმდინარეობს პროცესი და ჩართულები არიან საზოგადოების დაინტერესებული პირები, ის ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ ყოველთვის კონკრეტული კითხვები და აინტერესებთ უფრო დამოუკიდებელი მოსაზრებები ექსპერტებისგან, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომელმაც „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. მისივე თქმით, პროექტთან დაკავშირებით მთავრობამ საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა საჭიროებიდან გამომდინარე, კონკრეტულად კი, ვინაიდან ეს საკითხი დაისვა ...

Read More »

ეთერიუმის ფასმა $4,000-ს გადააჭარბა

CoinDesk-ის მონაცემებით, ეთერიუმის ფასმა  4,000 აშშ დოლარს მიაღწია. ციფრული მონეტის ფასის ზრდა უკავშირდება როგორც მის ძირითად განახლებას, ასევე კრიპტოვალუტების ბაზრის კვლავ აღდგენას. 6 სექტემბრის 10:30 საათისათვის კრიპტოვალუტის ღირებულება, ბოლო 24 საათში 1.84%-იანი ზრდის შემდეგ, 3,938.32 აშშ დოლარს შეადგენს. ეთერიუმი ყველაზე პოპულარულ ციფრულ ვალუტაა ბიტკოინის შემდეგ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მალე მას ბიტკუინზე ფართო გამოყენება ექნება. Fundstrat-ის გუნდის განმარტებით, ერთი თვის წინ EIP-1559 განახლების შემდეგ ...

Read More »

რა თანხას იხდის საქართველო რუსულ და აზერბაიჯანულ გაზში

2021 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ ბუნებრივი აირის (ბუნებრივი აირი აირისებრ მდგომარეობაში) იმპორტში $168.7 მილიონი გადაიხადა. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბუნებრივი აირის იმპორტში დახარჯული თანხა 6.2%-ით შემცირდა. 2020 წლის 7 თვეში საქართველოს ბუნებრივი აირის იმპორტი $180 მილიონი დაუჯდა. როგორც”ბიზნეს ფორმულას” საქსტატიდან აცნობეს, მიმდინარე წლის 7 თვეში საქართველომ აზერბაიჯანს ბუნებრივ აირში $116.1 მილიონი გადაუხადა, ხოლო რუსული გაზის შესყიდვა $52.6 მილიონი დაუჯდა. აღსანიშნავია, ...

Read More »

“სოკარმა” საწვავი გააიფა

სოკარში საწვავის ფასმა მნიშვნელოვნად დაიწია. კომპანიაში განმარტავენ, რომ წლების განმავლობაში, სოკარი ლოიალურ მომხმარებლებს მუდმივად სთავაზობდა სხვადასხვა აქციას. ენერჯი ბარათის მფლობელები ყოველთვის სარგებლობდნენ ფასდაკლებებით საწვავზე.ნავთ თუმცა, ბოლო პერიოდში საწვავის ფასი განუხრელად იზრდება, რაც გამოწვეულია არაერთი ფაქტორით, მათ შორისაა ვალუტის კურსი და მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასების ზრდა. ეს ფაქტორები განსაზღვრავს საწვავის ფასწარმოქმნას ნებისმიერი ნავთობკომპანიისთვის და, მათ შორის, სოკარისთვის. სოკარი საკუთარ ვალდებულებად მიიჩნევს, ...

Read More »