ბიტკოინის ფასი ზრდას განაგრძობს

CoinDesk-ის მონაცემებით, ბიტკოინის ღირებულება 52 000 აშშ დოლარს უახლოვდება.

6 სექტემბრისთვის კრიპტოვალუტის ფასი 3.83%-ით გაიზარდა და 51 857.92 აშშ დოლარი შეადგინა.

შედეგად, მისმა კაპიტალიზაციამ 975.32 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ყველაზე მაღალი ბიტკოინის ღირებულება მიმდინარე წლის აპრილში იყო. მან მაქსიმალურ ღირებულებას, 64,829.14 აშშ დოლარს მიაღწია.

კრიპტოვალუტის ბაზრის საერთო ღირებულებამ 2.157 ტრილიონ დოლარს მიაღწია.

Leave a Reply