CoinDesk-ის მონაცემებით, ეთერიუმის ფასმა 4,000 აშშ დოლარს მიაღწია. ციფრული მონეტის ფასის ზრდა უკავშირდება როგორც მის ძირითად განახლებას, ასევე კრიპტოვალუტების ბაზრის კვლავ აღდგენას.
6 სექტემბრის 10:30 საათისათვის კრიპტოვალუტის ღირებულება, ბოლო 24 საათში 1.84%-იანი ზრდის შემდეგ, 3,938.32 აშშ დოლარს შეადგენს.
ეთერიუმი ყველაზე პოპულარულ ციფრულ ვალუტაა ბიტკოინის შემდეგ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მალე მას ბიტკუინზე ფართო გამოყენება ექნება.
Fundstrat-ის გუნდის განმარტებით, ერთი თვის წინ EIP-1559 განახლების შემდეგ $180,000-ზე მეტი ღირებულების ETH დიაწვა, რაც დღევანდელ საბაზრო ფასებში $700 მილიონზე მეტს უდრის. განახლების შედეგად ეთერიუმის მიწოდებაზე განგრძობადი დეზინფლაციური ზეწოლა მივიღეთ, რამაც ფასის ზრდა გამოიწვია.
მოერე უმხვილესმა კრიპტოვალუტამ ასევე კარგად იმუშავა დეცენტრალიზებული ფინანსების, DeFi-ის და NFT-ების მიმართ მუდმივად ზრდადი ინტერესის ფონზე, რომელთა უმეტესობა ეთერიუმის ქსელს იყენებს.