Author Archives: energy

გაზპრომი მსოფლიოს მსხვილი ენერგოკომპანიების ტოპათეულიდან გაქრა

გაზპრომი მსოფლიოს მსხვილი ენერგოკომპანიების ტოპათეულიდან გაქრა

Platts -ის ვერსიით, მსოფლიოს ენერგოკომპანიათა რეიტინგში, რომელშიც მოცემულია მსოფლიოს ტოპ 250 უმსხილესი კომპანიის მაჩვენებლები, ”გაზპრომმა” მეათე ადგილიდან 43-ე ადგილზე გადაინაცვლა. 2014 წლის შემაჯამებელი ანგარიშების თანახმად, ”გაზპრომი” ტოპათეულში შედიოდა, ხოლო 2015 წლის ანგარიშებით, ათეულში მხოლოდ ერთი რუსული კომპანია ”როსნეფტი” შედის. გასულ წელს ”როსნეფტი” მეექვსე ადგილს იკავებდა. 2015 წლის მაჩვენებლებით, ყველა რუსული კომპანიის შედეგები გაუარესებულია, გამონაკლისია მხოლოდ ”სურგუტნეფტეგაზი”, რომელმაც 18-ე ადგილიდან 12-ე ...

Read More »
მარშალ გელოვანის გამზირზე, საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგენილია

მარშალ გელოვანის გამზირზე, საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგენილია

მარშალ გელოვანის გამზირზე, სადაც მდინარე დიღმულაზე მდებარე ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობდა. ავარიულ ხიდს ჩაუტარდა კაპიტალური რეაბილიტაცია, გამოიცვალა საყრდენი ნაწილი, დასრულდა ასფალტის ზედა ფენის დაგება, დაიხაზა და მოეწყო ახალი თვალამრიდები. მარშალ გელოვანის გამზირზე არსებული ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს შ.პ.ს „მამისონი“ აწარმოებდა. აღნიშნული სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან პროექტზე 1 მლნ ლარი დაიხარჯა. მდინარე დიღმულაზე გადასასვლელი ხიდი 1958 წელს დაპროექტდა და აშენდა. ბოლო რეკონსტრუქცია 1970-ან ...

Read More »
სტიქიით დაზიანებული გზა ვერეს ხეობაში სრულად აღდგენილია

სტიქიით დაზიანებული გზა ვერეს ხეობაში სრულად აღდგენილია

13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელ გზაზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგა. სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო მაგისტრალის ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები დასრულებულია. მზიურის მიმდებარედ, დაზიანებულ მონაკვეთზე, დასრულდა ხიდის მშენებლობა, სარეკონსტრუქციო სამუშაოები და დაიგო ასფალტის საფარი.  სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანიებმა „ბლექ სი გრუპმა“ და „კავკასუს როუდ პროჯექტმა“ შეასრულეს. პროექტის ღირებულებამ 14.7 მლნ ლარი შეადგინა.

Read More »
რატომ არ იცვლება საქართველოში საწვავის ფასი?!

რატომ არ იცვლება საქართველოში საწვავის ფასი?!

ბოლო ერთი წლის განმავლობაში “შავი ოქროს” ფასი მთელ მსოფლიოში თანდათან დაეცა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ნავთობი კიდევ უფრო გაიაფდება. ანალოგიური პროგნოზი აქვთ მსოფლიო ბანკს, საერთაშორისო ანალიტიკურ ცენტრებსა და უმსხვილეს ნავთობკომპანიებს, რომლებიც ერთხმად ადასტურებენ, რომ მსოფლიოში ნავთობის დაბალი ფასი კვლავაც შენარჩუნდება. მათი თქმით, ირანისთვის სანქციების მოხსნით, მსოფლიოში ნავთობის წარმოება, დღეში მილიონი ბარელით გაიზრდება, ხოლო მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2016 წლიდან, ირანის ნავთობის ბაზარზე ...

Read More »
"ენგურჰესი" ტუმბოებს კომპანია Гидромашина-სგან შეისყიდის

“ენგურჰესი” ტუმბოებს კომპანია Гидромашина-სგან შეისყიდის

“ენგურჰესი” კომპანია Гидромашина-სგან ტუმბოებს შეისყიდის. ЦНС-90/135 ტიპის ტუმბოების მიწოდების შესახებ “ენგურჰესსა” და Гидромашина-ს შორის დასადები ხელშეკრულების პროექტი საქართველოს მთავრობამ მოიწონა. მთავრობის განკარგულებაში არ არის განმარტებული, რა რაოდენობის ტექნიკას და რა ფასად მიიღებს “ენგურჰესი”. Гидромашина რუსეთში რეგისტრირებული კომპანია, რომელიც 2004 წელს დაფუძნდა და მანქანათმშენებლობის წამყვანი საწარმოების ოფიციალური პარტნიორია.

Read More »
შპს ინსტასა და ენერგო პრო ჯორჯიას შორის არსებულ დავაზე კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო

შპს ინსტასა და ენერგო პრო ჯორჯიას შორის არსებულ დავაზე კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო

100 კვტ-მდე მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის კვალიფიციურ საწარმოდ დარეგისტრირებასთან დაკავშირებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ შპს „ინსტასა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ შორის არსებული დავა განიხილა. შპს „ინსტა“ არის გამანაწილებელი კომპანიის საცალო მომხმარებელი, რომელიც თავისი მოხმარების დაკმაყოფილებისათვის ფლობს 100 კვტ-მდე (20 კვტ) სიმძლავრის ელექტროსადგურს. მოდავე მხარეებს განემარტათ, რომ შპს „ინსტა“ ვალდებული არ არის დარეგისტრირდეს კვალიფიციურ საწარმოდ სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის ...

Read More »
ნანა გურგენიძე: ჩვენ ორიენტირებული ვართ ,,შუახევიჰესის" რეგიონის განვითარებისთვის

ნანა გურგენიძე: ჩვენ ორიენტირებული ვართ ,,შუახევიჰესის” რეგიონის განვითარებისთვის

აჭარისწყალი ჯორჯია (AGL) რეგიონის უმსხვილესს პროექტს ,,შუახევიჰესის კასკადის“ მშენებლობას ახორციელებს. ინვესტიციის მოცულობა 400 მილიონი აშშ დოლარია. კომპანიის მენეჯმენტი შედგება როგორც უცხოელი, ასევე ქართველი მენეჯერებისგან. ნანა გურგენიძე ენერგოკომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას (AGL) მთავრობასთან ურთიერთობის დირექტორია. პირველადი პროფესიით საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია, საჯარო მმართველობის მაგისტრის ხარისხი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში დაიცვა,  ენერგო მენეჯმენტის სამაგისტრის ხარისხი კი ამერიკაში, ნიუ იორკის ტექნოლოგიათა ინსტიტუტში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ...

Read More »
პრემიერის ინტერვიუ ბრიტანულ "ტელეგრაფში": აბრეშუმის გზას აქვს ახალი ენერგორესურსების შექმნის პოტენციალი

პრემიერის ინტერვიუ ბრიტანულ “ტელეგრაფში”: აბრეშუმის გზას აქვს ახალი ენერგორესურსების შექმნის პოტენციალი

საქართველოს შეუძლია ხელი შეუწყოს სავაჭრო აბრეშუმის გზის აგებას ბრაიტონიდან პეკინამდე, – ამ სათაურით სტატიას “ტელეგრაფში” საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აქვეყნებს. სტატიაში საუბარია, რომ ჩინეთის პრეზიდენტის ბრიტანეთში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველომ თბილისის აბრეშუმის გზის პირველ ფორუმს უმასპინძლა. “ისევე როგორც ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტი იყო ისტორიული მნიშვნელობის ბრიტანეთისთვის, საქართველოსა და ჩვენი რეგიონისთვისაც, ასევე მნიშვნელოვანი გახლდათ თბილისში ჩატარებული 2-დღიანი ფორუმი. დიდი მოლოდინებია ორივე ...

Read More »
თეთნულდის ელ.მომარაგებისთვის მიწისქვეშა გადამცემ საკაბელო ხაზს გაიყვანენ

თეთნულდის ელ.მომარაგებისთვის მიწისქვეშა გადამცემ საკაბელო ხაზს გაიყვანენ

“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” (სსე) კურორტი “თეთნულდის” მდგრადი ელექტრომომარაგებისთვის მიწისქვეშა ელექტროგადამცემ საკაბელო ხაზს გაიყვანს. აღნიშნული კომპანიის ინფორმაციით, სიტუაციის შესწავლის შემდეგ, კურორტის უსაფრთხო და საიმედო ენერგომომარაგებისთვის მიწისქვეშა სარეზერვო ელექტროგადამცემი კაბელის მშენებლობა აუცილებელი გახდა.  კომპანიის ცნობით, 4 კმ-ის სიგრძის სარეზერვო საკაბელო ხაზი ერთმანეთთან 110 კვ-იან ქვესადგურს “იფარი” და 35 კვ-იან ქვესადგურს “თეთნულდი” დააკავშირებს. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” განცხადებით, 2015 წლის სექტემბრის თვეში, სახელმწიფო კომპანიამ ...

Read More »
დავით მირცხულავა: კომერციული გაზის ნაწილში “გაზპრომი” კონკურენციას შექმნის

დავით მირცხულავა: კომერციული გაზის ნაწილში “გაზპრომი” კონკურენციას შექმნის

ენერგეტიკის ექსპერტი დავით მირცხულავა მიიჩნევს, რომ ქართულ ბაზარზე “გაზპრომის” შემოსვლა კონკურენტულ გარემოს გააძლიერებს. კომერციული სექტორისათვის გაზის დამატებითი მოცულობების შემოტანა რუსეთიდან ეს არის ის სეგმენტი, რაშიც ენერგეტიკოსების ნაწილი პრობლემას ვერ ხედავს და მეტიც მიაჩნიათ, რომ ბაზრის დივერსიფიცირება ამ სეგმენტში, ქართული კომპანიებისათვის იქნება მომგებიანი, რადგან სპეციალისტები და თავად კომპანიებიც ამბობენ, რომ ახლა აზერბაიჯანულ გაზს მაღალ ფასად ყიდულობენ და ცხადია, მათთვის მნიშვნელოვანია, თუ ...

Read More »