მარშალ გელოვანის გამზირზე, საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგენილია

მარშალ გელოვანის გამზირზე, საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგენილია

მარშალ გელოვანის გამზირზე, სადაც მდინარე დიღმულაზე მდებარე ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობდა. ავარიულ ხიდს ჩაუტარდა კაპიტალური რეაბილიტაცია, გამოიცვალა საყრდენი ნაწილი, დასრულდა ასფალტის ზედა ფენის დაგება, დაიხაზა და მოეწყო ახალი თვალამრიდები.

მარშალ გელოვანის გამზირზე არსებული ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს შ.პ.ს „მამისონი“ აწარმოებდა. აღნიშნული სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან პროექტზე 1 მლნ ლარი დაიხარჯა.

მდინარე დიღმულაზე გადასასვლელი ხიდი 1958 წელს დაპროექტდა და აშენდა. ბოლო რეკონსტრუქცია 1970-ან წლებში ჩაუტარდა, ხოლო გამოკვლევა 2013 წელს განხორციელდა.

Leave a Reply