სტიქიით დაზიანებული გზა ვერეს ხეობაში სრულად აღდგენილია

სტიქიით დაზიანებული გზა ვერეს ხეობაში სრულად აღდგენილია

13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელ გზაზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგა. სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო მაგისტრალის ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები დასრულებულია.

მზიურის მიმდებარედ, დაზიანებულ მონაკვეთზე, დასრულდა ხიდის მშენებლობა, სარეკონსტრუქციო სამუშაოები და დაიგო ასფალტის საფარი.  სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანიებმა „ბლექ სი გრუპმა“ და „კავკასუს როუდ პროჯექტმა“ შეასრულეს. პროექტის ღირებულებამ 14.7 მლნ ლარი შეადგინა.

Leave a Reply