Author Archives: energy

უნდა განხორციელდეს თუ არა საქართველოში მაღალი რისკის ჰიდროპროექტები

რა რისკს შეიცავს დიდი ჰიდროსადგურები

როგორც „მწვანე მუშტის“ წარმომადგენელი ხატია მაღლაფერიძე აცხადებს, EBRD საქართველოში სამი ჰესის მშენებლობას აფინანსებს, კერძოდ, დარიალის, შუახევისა და ფარავნის ჰესებს. თუმცა გარემოს დამცველებისთვის ახლახან ცნობილი გახდა, რომ EBRD ასევე გეგმავს ჭუბერში, ნენსკრაზე, სავარაუდოდ, 280 მეგავატიანი ჰიდროსადგურის მშენებლობას, რომელიც ძალზე ახლოს არის ჰუდონჰესის საპროექტო არეალთან. ამდენად, აბსოლუტურად მიუღებელია ასეთ მცირე ფართობზე ამდენი ჰესის თანაარსებობა და საჭიროა, კიდევ დამატებითი კვლევების ჩატარება. ხატია მაღლაფერიძის თქმით, ისინი ...

Read More »
KFW-ს ენერგეტიკაში 300 მლნ ევრომდე ინვესტიცია აქვს განხორციელებული

KFW-ს ენერგეტიკაში 300 მლნ ევრომდე ინვესტიცია აქვს განხორციელებული

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, EBRD-ის საერთაშორისო ბიზნეს ფორუმის ფარფლებში გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ევროპასა და აზიაში როლანდ სილერს შეხვდა. მხარეებმა საქართველოში გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის მიერ დაფინანსებული ენერგეტიკული პროექტები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკს საქართველოს ენერგეტიკაში 300 მლნ ევრომდე ინვესტიცია აქვს განხორციელებული, როგორც განახლებადი ენერგიების ათვისების, ასევე ელექტრო გადამცემი ხაზების და ქვესადგურების ...

Read More »
ელექტროენერგიის გაძვირება თბოსადგურებმაც მოითხოვეს

ელექტროენერგიის გაძვირება თბოსადგურებმაც მოითხოვეს

დენის ტარიფის გაზრდას უკვე თბოსადგურებიც ითხოვენ. სემეკს სექტემბრამდე აქვს ვადა და ზაფხულში მიმდინარე ეკონომიკური მოვლენები გადაწყვეტილების მიღებისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება. ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის კორექტირების მიზნით, თბოელექტორსადგურებმა სემეკს უკვე მიმართეს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კომისიაში შემოსული წერილობითი მოთხოვნების საფუძველზე, შპს “მტკვარი ენერგეტიკასა” და შპს “საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისათვის” ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების კორექტირიების შესახებ საჯარო ადმინისტრაციული ...

Read More »
ტარიფების გადახედვას ენერგეტიკის სამინისტროსთან არანაირი კავშირი არ აქვს 

ტარიფების გადახედვას ენერგეტიკის სამინისტროსთან არანაირი კავშირი არ აქვს 

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ ელექტროენერგიაზე ტარიფის მატება მოხდეს, შესაძლოა, ეს გარდაუვალი იყოს, თუმცა აცხადებს, რომ ამაზე მთავრობა იმსჯელებს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ გადაცემა “განსხვავებული აქცენტების” წამყვანის კითხვაზე, პრემიერ-მინისტრის მთავრობის სხდომაზე ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე ისაუბრა. “პირველ რიგში ენერგეტიკის სამინისტრო მინდა გავმიჯნო მარეგულირებელი კომისიისგან. არანაირი კავშირი არ აქვს ტარიფების გადახედვას და მასზე მუშაობას ენერგეტიკის სამინისტროსთან. რაც შეეხება ...

Read More »
საქართველოს რკინიგზამ SAP-თან ხელშეკრულება გააფორმა

საქართველოს რკინიგზამ SAP-თან ხელშეკრულება გააფორმა

საქართველოს რკინიგზამ და მსოფლიო ბაზრის საწარმო მართვის სისტემების ლიდერმა SAP-მა ფართომასშტაბიანი პროექტი გააფორმეს. საქართველოს რკინიგზა პირველი კომპანია იქნება დსთ-ს და ამიერკავკასიის რეგიონში, რომელიც განახორციელებს ამ ინოვაციურ ტექნოლოგიებით მუშაობას. “საქართველოს რკინიგზის აღმასრულებელმა ჯგუფმა გადაწყვიტა გამოიყენოს SAP-ის მაღალსიჩქარიანი S/4HANA პლატფორმაზე მოქმედი ტექნოლოგიური მიღწევა, რომელიც საწარმოს ბიზნეს პროცესების რეალურ დროში გაკონტროლების საშუალებას იძლევა და რადიკალურად ამარტივებს ძირითადი ბიზნეს საკითხების მიღების პროცესს,” თქვა საქართველოს ...

Read More »
ხუდონჰესის მშენებლობა, შეიძლება 2 წლით გადაიდოს

ხუდონჰესის მშენებლობა, შეიძლება 2 წლით გადაიდოს

”მწვანე ალტერნატივა” მთავრობას მოუწოდებს, ხუდონჰესის ინვესტორ კომპანიასთან ხელშეკრულება გააუქმოს ხუდონჰესის მშენებლობის საკითხი ისევ გაურკვეველია. ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ამბობს, რომ სამშენებლო სამუშაოების დაწყებაზე საუბარი ნაადრევია. გარემოს დაცვის არასამთავრობო ორგანიზაცია სახელმწიფოს კომპანიასთან ხელშეკრულების გაუქმებას სთხოვს და აღნიშნავს, რომ ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ ”ტრანს ელექტრიკას” არც ოფისი გააჩნია და არც საქმიანობის წარმოებისთვის აუცილებელი ლიცენზია. ახალი ვადის მიხედვით, ხუდონჰესის მშენებლობა წლის ბოლოს უნდა დაიწყოს. ...

Read More »
თბილისის მერიამ, ენერგეტიკის სამინისტრომ და INOGATE-მ მემორანდუმი გააფორმეს

მემორანდუმი მდგრადი ენერგეტიკის განვითარების შესახებ

თბილისის მერიას, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და ევროკავშირის პროგრამა INOGATE-ის ტექნიკურ სამდივნოს შორის მდგრადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის საინფორმაციო ცენტრის შექმნის მიზნით თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და INOGATE-ის ტექნიკური სამდივნოს ხელმძღვანელმა ადრიან ტუმმა. როგორც “ინტერპრესნიუსს” დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, ენერგოეფექტურობის საინფორმაციო ცენტრის შექმნის ძირითადი მიზანი მდგრადი ენერგეტიკის პოპულარიზაცია, ენერგიის განახლებადი წყაროებისა და ...

Read More »
ენერგეტიკისა და კლიმატის ურთიერთკავშირი

ენერგეტიკისა და კლიმატის ურთიერთკავშირი

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ენერგეტიკის კვლევებისა და გარემოს დაცვის ცენტრის დირექტორმა ალან სვიდლერმა ლექციაზე ენერგეტიკის, კლიმატის ცვლილებისა და უსაფრთხოებას შორის კავშირზე ისაუბრა. განიხილა, ასევე, მოსახლეობის რაოდენობის ცვლილება, ენერგეტიკული პერსპექტივები და მათი კავშირი ნაციონალურ, რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებასთან მიმართებაში. ,,ამ საკითხებთან დაკავშირებით საერთო კონსოლიდაციია საჭირო. კლიმატის ცვლილებები ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა აღიარა, როგორც საერთო უსაფრთხოების ერთ-ერთ განუყოფელ ნაწილად და გლობალურ ...

Read More »

ბათუმის ტერმინალის გარშემო სასამართლო დავები შეწყდა

2015 წლის  23 აპრილს „ბათუმი ტერმინალს ლიმიტედის“ (Batumi Terminals Limited)  კომპანიათა ჯგუფმა, მათ შორის შპს “ბათუმის ნავთობტერმინალმა“(Batumi Oil Terminal Limited) და კომპანია „პეტროტრანს ლიმიტედმა“ (Petrotrans Limited) ერთის მხრივ  და უცხოური საწარმოს ფილიალმა “ვიბრო დიაგნოსტიკი“ (Vibro Diagnostik), რომელსაც  ბათუმის ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე გააჩნია რეზერვუერები მსუბუქი და მძიმე ნავთობპროდუქტების გადატვირთვისათვის და  კომპანია „ლიბრა ტრეიდინგმა“(Libra Trading FZC), მეორეს მხრივ, მიაღწიეს შეთანხმებას და ამით წყვეტენ ...

Read More »
ესკოს ძირითადი საქმიანობა და მომავალი გეგმები

ესკოს ძირითადი საქმიანობა და მომავალი გეგმები

სააქციო საზოგადოება “ელექტროენერგიის სისტემის კომერციული ოპერატორი” (ესკო) 2006 წლის 1 სექტემბერს ჩამოყალიბდა. ესკოს ფუნქციები და მოვალეობები საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების შესახებ კანონმდებლობით განისაზღვრა. ენერგეტიკის სამინისტროსა და უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერით დაწყებულია ესკოს მეშვეობით ვაჭრობის პროცესის დაგეგმვა და განხორციელება. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში ენერგეტიკა უმნიშვნელოვანესი დარგია. ასევე საკმაოდ დიდი წილი მოდის საგარეო ვაჭრობის პორტფელში ენერგოსექტორზე, როგორც იმპორტის, ისე ექსპორტის კუთხით. ორგანიზაციის მიმდინარე ...

Read More »