ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, EBRD-ის საერთაშორისო ბიზნეს ფორუმის ფარფლებში გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ევროპასა და აზიაში როლანდ სილერს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოში გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის მიერ დაფინანსებული ენერგეტიკული პროექტები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკს საქართველოს ენერგეტიკაში 300 მლნ ევრომდე ინვესტიცია აქვს განხორციელებული, როგორც განახლებადი ენერგიების ათვისების, ასევე ელექტრო გადამცემი ხაზების და ქვესადგურების მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით. მათ შორისაა თურქეთთან დამაკაშირებელი 400 კვ ელექტროგადამცემი ხაზის და 500,400,220 კილოვოლტიანი ქვესადგური “ახალციხის” პოექტი.
ამ ეტაპზე KFW-ს დაფინანსებით საქართველოში “ჯვარი-ხორგას” პროექტი მიმდინარეობს, რომელიც 500-220 კილოვოლტიან მაღალი ძაბვის ქვესადგურისა და 220 და 500 კილოვოლტიანი ორჯაჭვა ხაზების მშენებლობას ითვალისწინებს.
კახა კალაძისა და როლანდ სალერსის შეხვედრას საქართველოში გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი ორთვინ ჰენინგიც ესწრებოდა.
წყარო: pia.ge