გაერო-ს მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეამ იონგბიონის ბირთვულ რეაქტორში მუშაობა განაახლა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, სატელიტური სურათებით მიღებული მონაცემები ცხადყოფს, რომ ჩრდილოეთ კორეის იონგბიონის ბირთვულ რეაქტორში მუშაობა განახლებულია. სააგენტოს ბოლო მონაცემებით, რეაქტორი 2021 წლის ივლისიდან მუშაობს და ახლა წყლით გაგრილების სისტემის გამოყენება მიმდინარეობს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ რეაქტორმა გამოიყენა საწვავის სრული პარტია და მისი გადატვირთვა ხორციელდება. გარდა ამისა, სააგენტოს მონაცემებით მუშაობა განახლებულია კომპლექსის რადიოქიმუირ ლაბორატორიაშიც. სააგენტოს განცხადებით, რეაქტორი, სავარაუდოდ, პლუტონიუმს აწარმოებს, ...
Read More »