Author Archives: energy

ხუდონჰესი 35 წლის შემდეგ, შესაძლოა, საქართველოს დაუბრუნდეს

ხუდონჰესი 35 წლის შემდეგ, შესაძლოა, საქართველოს დაუბრუნდეს

ექსპლუატაციაში შესვლიდან 35 წლის შემდეგ ხუდონჰესი, შესაძლოა, საქართველოს სახელმწიფოს უსასყიდლოდ დაუბრუნდეს. ანუ Build-Operate-Transfer (BOT) მოდელი, რომელიც ნენსკრაჰესის შემთხვევაში გამოიყენება, შესაძლოა, ხუდონის შემთხვევაშიც განხორციელდეს. საქმე ისაა, დათანხმდება თუ არა ხელისუფლების მოთხოვნას თავად ინვესტორი კომპანია, რომელსაც სხვადასხვა დათმობაზე წასვლა რამდენჯერმე უკვე მოუწია.მოლაპარაკებები ამ საკითხზე ხუდონჰესის განმახორციელებელ ინდურ კომპანია „ტრანსელექტრიკა ჯორჯიასა“ და საქართველოს მთავრობას შორის მიმდინარეობს. ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ გადაცემა 2030-ში ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: ნენსკრაჰესი იქნება ქვეყნის ენერგოსისტემის მდგრადობის გარანტი

ირაკლი ღარიბაშვილი: ნენსკრაჰესი იქნება ქვეყნის ენერგოსისტემის მდგრადობის გარანტი

სვანეთში მდინარე ნენსკრაზე საფუძველი ჩაეყარა 280მგვტ-იანი სადგურის ნენსკრას მშენებლობას. აღნიშნულ პროექტს საპარტნიორო ფონდი კორეულ K-Water-თან ერთად ახორციელებს. სამშენებლო სამუშაოების დაწყებას დაესწრო პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საპარტნიორო ფონდის გენერალური დირექტორი ირაკლი კოვზანაძე, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და ასევე კომპანია K-Water-ის წარმომადგენლები. მშენებლობის დაწყების ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც ნენსკრა ჰესის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ნენსკრა ...

Read More »
ირაკლი კოვზანაძე: ნენსკრაჰესი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერის გარეშე არ აშენდებოდა

ირაკლი კოვზანაძე: ნენსკრაჰესი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერის გარეშე არ აშენდებოდა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინსიტრმა კახა კალაძემ, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაზემ და კორეული კომპანია K-Water-ის წარმომადგენლებმა „ნენსკრა ჰესის“ პროექტის განხორციელებას ჩაუყარეს საფუძველი. ჰესის მშენებლობის დაწყების ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა საპარტნიორო ფონდის დირექტორი ირაკლი კოვზანაძე. მისი განცხადებით ნენსკრა ჰესი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტია. “პროექტის საინვესტიციო მოცულობა პრაქტიკულად ერთ მილიარდ დოლარს აღწევს. ეს იქნება საქართველოში ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურული ...

Read More »
გაევონ ჩო: ნენსკრაჰესის პროექტით ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო დაახლოვდებიან

გაევონ ჩო: ნენსკრაჰესის პროექტით ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო დაახლოვდებიან

საპარტნიორო ფონდმა კორეულ კომპანია K-Water-თან ერთად სვანეთში, ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა. ჰესის მშენებლობის საზეიმო გახსნაზე სიტყვით გამოვიდა ნენსკრა ჰესის ინვესტორი კომპანიის K-Water-ის პრეზიდენტი გაევონ ჩო, რომელმაც პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. K-Water-ის პრეზიდენტმა გაევონ ჩოიმ, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდა კორეიდან და აღნიშნა, რომ მისი კომპანია ძალისხმევას არ დაიშურებს პროექტის წარმატებისთვის.  “ველოდები, რომ ამ პროექტის განხორციელებით ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო დაუახლოვდებიან ერთმანეთს ...

Read More »
ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა

საპარტნიორო ფონდმა კორეულ კომპანია K-Water-თან ერთად სვანეთში, ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა. საპარტნიორო ფონდის ცნობით, იტალიური კომპანია Salini Impregilo ძირითადი სამუშაოების დაწყებამდე წინამოსამზადებელ სამუშაოებს იწყებს.  მათივე ინფორმაციით, წინამოსამზადებელი სამუშაოები გულისხმობს სამშენებლო მოედანთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია/მშენებლობას და სამშენებლო ტექნიკის მობილიზაციას. რაც შეეხება ძირითადი სამუშაოების დაწყებას, იგი დაგეგმილია 2016 წლიდან, თუმცა მშენებლობის ნებართვა 2015 წლის ოქტომბრის ბოლომდე გაიცემა. მშენებლობის დაწყების ღონისძიებაში მონაწილეობა ...

Read More »
ქვესადგურში „ქსანი-500“ 500 კილოვოლტიანი რეაქტორის დამონტაჟების სამუშაოები წარმატებით დასრულდა

ქვესადგურში „ქსანი-500“ 500 კილოვოლტიანი რეაქტორის დამონტაჟების სამუშაოები დასრულდა

მიმდინარე წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი – ქვესადგურ „ქსანი-500“-ში 500 კილოვოლტიანი რეაქტორის დამონტაჟების სამუშაოები დასრულდა. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ძალოვანი ტრანსფორმატორების და რეაქტორების პარკს 500 კილოვოლტიანი, 3 ცალი 60 მეგავარი სიმძლავრის მაშუნტირებელი რეაქტორი-РОМБСМ-60000/500 შეემატა. პროექტის განხორციელების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მომხმარებლისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის ძაბვის პარამეტრების ხარისხი, ასევე ახალი რეაქტორი დიდ წვლილს შეიტანს ქვეყნის ენერგოსისტემის სტაბილურობისა და 500კვ-იან ელექტროგადამცემ ხაზებზე წარმოქმნილი რეაქტიული სიმძლავრის კომპენსაციაში. ...

Read More »
გაზი საქართველოს გარდა ყველგან იაფდება

გაზი საქართველოს გარდა ყველგან იაფდება

საქართველოში გაზის გაძვირება დღის წესრიგიდან უნდა მოიხსნას და ამ საკითხით სპეკულაცია უნდა შეწყდეს. ნავთობის გაიაფების კვალდაკვალ გაზის საერთაშორისო ფასიც დიდი სისწრაფით თავქვე მიექანება. 2016 წლიდან რუსული გაზის ღირებულება 164 დოლარამდე ჩამოვა. სპეციალისტების აზრით, საქართველომ აზერბაიჯანთან დადებულ კონტრაქტს უნდა გადახედოს და მსოფლიო ფასების გაიაფების პროპორციულად ე.წ. “სოციალური გაზის” ღირებულებაც კი უნდა შემცირდეს. გაზგამანაწილებელმა კომპანიებმა “ყაზტრანსგაზმა” და “სოკარმა” ლარის გაუფასურების მოტივით ბუნებრივი ...

Read More »
კახა კალაძე: ნენსკრაჰესი ქვეყნის ენერგეტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია

კახა კალაძე: ნენსკრაჰესი ქვეყნის ენერგეტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია

რამოდენიმე კვირის წინ ხელი მოეწერა ნენსკაჰესის საიმპლემენტაციო ხელშეკრულებას, რომელიც სვანეთში მდინარე ნენსკრაზე უნდა აშენდეს. ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგოსექტორისთვის. „რაც შეეხება ნენსკრა ჰესს, გეტყვით, რომ აღნიშნული სადგური ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის განვითარებისთვის და ზოგადად ეკონომიკის განვითარებისთვის.“ კალაძის განცხადებით ნენსკრას პროექტი, ასევ, ძალიან მნიშვნელოვანია დასაქმების კუთხითაც. „ხაზგასასმელია ის, რომ აღნიშნული კომპანია 1 ...

Read More »
საქართველო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს კონფერენციაში მონაწილეობს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე ოთხდღიანი სამუშაო ვიზიტით ავსტრიაში იმყოფება, სადაც ვენის საერთაშორისო ცენტრში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 59-ე გენერალური კონფერენცია მიმდინარეობს.  კონფერენციაში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში, გენერალური კონფერენციის სესიების პარალელურად, საქართველოს დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრები ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ტექნიკური ...

Read More »
საქართველოში დენის გრაფიკების დრო აღარასდროს დაბრუნდება

კახა კალაძე: საქართველოში დენის გრაფიკების დრო აღარასდროს დაბრუნდება

ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, გარკვეული დაჯგუფებები მიზანმიმართულად ავრცელებენ დეზინფორმაციას, რომ ზამთარში საქართველოში ელექტროენერგია არ იქნება და მოსახლეობას ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება. „მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს დრო საქართველოში აღარასდროს დაბრუნდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ. კითხვაზე, შეგიძლიათ დარწმუნებით გვითხრათ, რომ ზამთარში გრაფიკი არ გვექნება, კალაძემ აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა არ არსებობს. „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა არ ...

Read More »