კახა კალაძე: ნენსკრაჰესი ქვეყნის ენერგეტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია

კახა კალაძე: ნენსკრაჰესი ქვეყნის ენერგეტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია

რამოდენიმე კვირის წინ ხელი მოეწერა ნენსკაჰესის საიმპლემენტაციო ხელშეკრულებას, რომელიც სვანეთში მდინარე ნენსკრაზე უნდა აშენდეს.

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგოსექტორისთვის.

„რაც შეეხება ნენსკრა ჰესს, გეტყვით, რომ აღნიშნული სადგური ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის განვითარებისთვის და ზოგადად ეკონომიკის განვითარებისთვის.“

კალაძის განცხადებით ნენსკრას პროექტი, ასევ, ძალიან მნიშვნელოვანია დასაქმების კუთხითაც.

„ხაზგასასმელია ის, რომ აღნიშნული კომპანია 1 მილიარდამდე ინვესტიციას გადახორციელებს ნენსკრას მშენებლობაში და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, ის, რომ მშენებლობის ეტაპზე ძალიან ბევრი ადგილობრივი მოსახლეობა იქნება დასაქმებული. გათვალისწინებულია, რომ დასაქმებულების 75% ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები იქნებიან.“ განაცხადა კახა კალაძემ

შეგახსენებთ, რომ ნენსკაჰესის მშენებლობას კორეული სახელმწიფო კომპანია K-water-ი მუშაობს, მისი დადგმული სიმძლავრე 280მგვტ-ია ხოლო წლიური კამომუშავება დაახლოებით 1,2 მილიარდი კილოვატსაათი.

 

Leave a Reply