ირაკლი კოვზანაძე: ნენსკრაჰესი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერის გარეშე არ აშენდებოდა

ირაკლი კოვზანაძე: ნენსკრაჰესი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერის გარეშე არ აშენდებოდა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინსიტრმა კახა კალაძემ, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაზემ და კორეული კომპანია K-Water-ის წარმომადგენლებმა „ნენსკრა ჰესის“ პროექტის განხორციელებას ჩაუყარეს საფუძველი.

ჰესის მშენებლობის დაწყების ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა საპარტნიორო ფონდის დირექტორი ირაკლი კოვზანაძე. მისი განცხადებით ნენსკრა ჰესი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტია.

“პროექტის საინვესტიციო მოცულობა პრაქტიკულად ერთ მილიარდ დოლარს აღწევს. ეს იქნება საქართველოში ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს 25 წლიან პერიოდში. პროექტში ჩვენი პარტნიორი გახლავთ კორეული წყლის სახელმწიფო კომპანია “ქეი ვოთერი” (K water), ხოლო საბანკო კომპონენტში ჩვენი პარტნიორი გახლავთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, (EBRD) აზიის განვითარების ბანკი (ADB) და და კორეის “ექსიმ ბანკი”(exim bank) . პროექტს განახორციელებს უმსხვილესი იტალიური კომპანის „სალინი-იმპრეჯილო” (Salini Impregilo), რომელიც კონკურსის გამარჯვებული გახდა. ეს ნიშნავს, რომ მომდევნო 4,5 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში 2 მილიარდ ლარზე მეტი ჩაიდება და შეიქმნება ასეულობით დამატებითი სამუშაო ადგილი. ამ თანხების 90% გარედან შემოვა და 35 წლის შემდეგ ეს სადგური სახელმწიფო საკუთრებაში გადმოვა უსასყიდლოთ. ეს ყველაფერი არ იქნებოდა რომ არ ყოფილიყო საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა” – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ

Leave a Reply