ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, გარკვეული დაჯგუფებები მიზანმიმართულად ავრცელებენ დეზინფორმაციას, რომ ზამთარში საქართველოში ელექტროენერგია არ იქნება და მოსახლეობას ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება.
„მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს დრო საქართველოში აღარასდროს დაბრუნდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
კითხვაზე, შეგიძლიათ დარწმუნებით გვითხრათ, რომ ზამთარში გრაფიკი არ გვექნება, კალაძემ აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა არ არსებობს.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა არ არსებობს. მე არაერთხელ განვაცხადე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამის პრობლემა დღეს რეალურად ჩვენი ქვეყნის წინაშე არ დგას. ჩვენ ძალიან ბევრ პროექტს ვახორციელებთ იმისათვის, რომ საქართველომ დააკმაყოფილოს არა მხოლოდ შიდა ბაზარი, არამედ ჩვენ უახლოეს მომავალში შევძლებთ ვიყოთ ერთ-ერთი წარმატებული ექსპორტირი ქვეყანა ევროპაში და ამის შესაძლებლობა ნამდვილად გაგვაჩნია. მნიშვნელოვანია ამ რესურსების რაციონალურად ათვისება, სადაც ქვეყნის და ხალხის ინტერტესი იქნება გათვალისწინებული“, – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.