Author Archives: energy

“4 მილიარდის ინვესტიცია დაპაუზებულია, ფული რომელიც ქვეყნის განვითარებას უნდა მოხმარდეს”

“ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, ზოგადად, ჰესებთან დაკავშირებით. ადამიანების პატრიოტული და რელიგიური გრძნობებით მანიპულაცია კი ქმნის იმდენად დამახინჯებულ სურათს, რომ კითხვასაც კი არავინ სვამს – რა ხდება სინამდვილეში?”, – ამის შესახებ საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.მისივე თქმით, აუცილებელია, რომ საზოგადოებას მიეწოდოს სწორი ინფორმაცია და გადაწყვეტილებები დიალოგის რეჟიმში მიიღებოდეს. “ასოციაცია აერთიანებს 27 წევრს. ჩვენ ვქმნით სტრატეგიულ ...

Read More »

„ბოევიკები“ ერაყში ნავთობის საბადოებს თავს დაესხნენ

ერაყის ნავთობის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში „ბოევიკები“ ნავთობის ორ საბადოს თავს დაესხნენ. ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება. თავდასხმა კირკუკის პროვინციაში მოხდა. თავდასხმის შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები, რომელთა ზუსტი რაოდენობა არ სახელდება. აფეთქებას ხანძარი მოჰყვა, რომელიც სახანძრო სამსახურმა ჩააქრო. ერაყის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ თავდასხმა „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ მოაწყვეს. ამ დაჯგუფების წევრებმა ბოლო დროს ერაყში შეტევების ინტენსივობა გაზარდეს. მიუხედავად იმისა, რომ ერაყმა 2017 ...

Read More »

„ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების საფუძველი სექტორის გამჭვირვალობა უნდა გახდეს“ – გიორგი კაპანაძე

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბა განაგრძობს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებას. ამ კონტექსტში, სულ ახლახანს აფბამ სსე-სგან (საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“) გამოითხოვა ინფორმაცია მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ. ინფორმაციაში მითითებული უნდა ყოფილიყო განხორციელების ვადები, დეტალები თითოეული პროექტის საინვესტიციო მოცულობისა და ტექნიკური მაჩვენებლების თაობაზე და იმის შესახებ, თუ რომელი დონორი ორგანიზაციების მონაწილეობით ხორციელდება მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. აფბაში აცხადებენ, რომ ...

Read More »

„ენერგეტიკული გაერთიანება“ ნამახვანჰესთან დაკავშირებით მედიატორს გზავნის

ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ სამოქალაქო საზოგადოებასთან, ექსპერტებსა და მთავრობასთან, რათა გამოვნახოთ გამოსავალი, – ამის შესახებ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორის მოადგილე, დავების განხილვისა და მოლაპარაკებების ცენტრის თავმჯდომარე დირკ ბუშლე ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მიერ, დღეს გავრცელებულ რელიზში აღნიშნავს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დირკ ბუშლე, გარემოს დაცვის ექსპერტ ალექსანდრა ბუჯაროსკასთან თანამშრომლობით და საქართველოს მთავრობის მოწვევით, „ნამახვანი ჰესის” პროექტთან დაკავშირებით არსებულ სადისკუსიო პროცესში ჩაერთვება. ასევე, ...

Read More »

„იმპორტირებული ელექტროენერგიის საკონტრაქტო ფასი საჯარო იქნება“

„იმპორტირებული ელექტროენერგიის საკონტრაქტო ფასი საჯარო იქნება“ – დავით ნარმანია. „ძალიან მალე, ეს ნაწილიც (იმპორტირებული ელექტროენერგიის საკონტრაქტო ფასი) საჯარო იქნება. ეს მოხდება მას შემდეგ, რაც ახალი წესები დადგინდება მარეგულირებელი კომისიის მიერ“, – ასე უპასუხა სემეკის თავმჯდომასრემ, დავით ნარმანიამ „ბანკები და ფინანსებს“ კითხვაზე, რომელიც გამოცემამ ასე ჩამოაყალიბა: – ერთ-ერთი პრობლემური საკითხია იმპორტირებული ელექტროენერგიის ჩაშლილი ტარიფები, ანუ ე.წ. საკონტრაქო ფასების გასაიდუმლოება ესკოს მხრიდან. ...

Read More »

აფბა მოუწოდებს სსე-ს გამოიჩინოს პასუხისმგებლობა და არსებულ კითხვებს სრულყოფილად უპასუხოს

აფბა მოუწოდებს სსე-ს გამოიჩინოს პასუხისმგებლობა და არსებულ კითხვებს სრულყოფილად უპასუხოს. „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ მოუწოდებს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ (სსე) გამოიჩინოს მაღალი პასუხისმგებლობა, იმოქმედოს გამჭვირვალობის სტანდარტების დაცვით და მიაწოდოს აფბას, საჯარო ინფორმაციის გაცემის წესის შესაბამისად გამოთხოვილი ინფორმაცია. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, აფბამ დაიწყო ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის გადამცემი ინფრასტრუქტურის ირგვლივ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესწავლა და აღნიშნულის ფარგლებში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისგან“ (სსე), ...

Read More »

რუსეთმა ერთ თვეში თითქმის ორჯერ შეამცირა ნავთობის ექსპორტი აშშ-ში

რუსეთმა თებერვალში შეინარჩუნა აშშ-ში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების უმსხვილეს მიმწოდებლებს შორის მესამე პოზიცია, 12,691 მილიონი ბარელი ექსპორტით, მაგრამ იანვართან შედარებით ეს მაჩვენებელი 1,6-ჯერ შემცირდა, აღნიშნულია აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში. კანადა კვლავ პირველ ადგილზე რჩება, მან მეზობელ ქვეყანას 120,612 მილიონი ბარელი ნავთობი და ნავთობპროდუქტები მიაწოდა, ხოლო მექსიკა, რომელმაც 27,165 მილიონი ბარელი გაიტანა ექსპორტზე შეერთებულ შტატებში, მეორე ადგილზეა. საუდის არაბეთი ...

Read More »
ნარმანია

დავით ნარმანია ენერგეტიკული სექტორის სამ მთავარ გამოწვევას ასახელებს

სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია ენერგეტიკული სექტორის სამ მთავარ გამოწვევას ასახელებს „პირველი გამოწვევა ეს არის, ყველასთვის ცნობილი ფატორების გამო, ადგილობრივი გენერაციის წყაროების ნელი ტემპით  განვითარება. ამ შემთხვევაში გამოსავალი მეტი დიალოგია საზოგადოებასთან“, – ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ „ბანკები და ფინანსებთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველო არ არის გამონაკლისი, სადაც მსხვილ ენერგოპროექტებს აპროტესტებენ. „მთელ რიგ ქვეყნებშია იგივე გამოწვევა, როგორც ჰიდრო პროექტებთან, ისე განსაკუთრებით, ...

Read More »

მოტივტივე სასტუმრო ყატარში, რომელიც ელექტროენერგიას თავად გამოიმუშავებს

ბოლო წლების განმავლობაში მოტივტივე სასტუმროები განსაკუთრებით პოპულარული გახდა, რასაც სიახლეების მიმართ დამსვენებელთა ინტერესი განაპირობებს. თურქულმა არქიტექტურულმა კომპანია Hayri Atak Architectural Design Studio-მ (HAADS) საკმაოდ უჩვეულო და ორიგინალური მოტივტივე სასტუმროს პროექტი წარადგინა, რომელიც ყატარში აშენდება. CNN წერს, რომ სასტუმრო ორიგინალური დიზაინითა და ფუნქციებით პირველი იქნება და მას მსოფლიოში ანალოგი არ ექნება. გამოცემის ინფორმაციით, სასტუმროს საერთო ფართობი 35 000 კვ.მ. იქნება და ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 7,99 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 7,99 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 485,12 მლნ ბარელი – აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები გაიზარდა 737 ათასი ბარელით  და შეადგინა  235,81 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები შემცირდა 2,9 მილიონი  ბარელით  და შეადგინა 136,15 მლნ ბარელი. ნავთობის იმპორტი აშშ-ში კვირის განმავლობაში შემცირდა 1 მლნ ბარელით/დღე-ღამეში 4,9 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში.

Read More »