„იმპორტირებული ელექტროენერგიის საკონტრაქტო ფასი საჯარო იქნება“

„იმპორტირებული ელექტროენერგიის საკონტრაქტო ფასი საჯარო იქნება“ – დავით ნარმანია.

„ძალიან მალე, ეს ნაწილიც (იმპორტირებული ელექტროენერგიის საკონტრაქტო ფასი) საჯარო იქნება. ეს მოხდება მას შემდეგ, რაც ახალი წესები დადგინდება მარეგულირებელი კომისიის მიერ“, – ასე უპასუხა სემეკის თავმჯდომასრემ, დავით ნარმანიამ „ბანკები და ფინანსებს“ კითხვაზე, რომელიც გამოცემამ ასე ჩამოაყალიბა:

– ერთ-ერთი პრობლემური საკითხია იმპორტირებული ელექტროენერგიის ჩაშლილი ტარიფები, ანუ ე.წ. საკონტრაქო ფასების გასაიდუმლოება ესკოს მხრიდან. ხშირად ჰიდროენერგეტიკის ოპონენტებს მაგალითად მოჰყავთ იმპორტირებული ელექტროენერგიის საშუალო ფასები და ამბობენ, რომ იმპორტი უფრო ხელსაყრელია, ვიდრე ადგილობრივი გენერაცია. თუმცა, ვიცით, რომ ეს ასე არ არის. როგორია თქვენი პოზიცია?

როგორც ნარმანიამ პასუხად განაცხადა, ძალიან მალე, ეს ნაწილიც (იმპორტირებული ელექტროენერგიის საკონტრაქტო ფასი) საჯარო იქნება. „რეფორმირების ფაზაში ვართ, მოგეხსენებათ, მარეგულირებელი ნორმები მოდის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიაში.

ზოგადად, კომისიის მხრიდან კიდვ უფრო გაძლიერდება მიმართულება, რაც მონიტორინგს გულისხმობს, საიმისოდ, რომ ბაზრის არცერთ სეგმენტში არ მოხდეს ფასების ხელოვნური დამახინჯება და რომელიმე აქტორმა არამართლზომიერად არ ისარგებლოს, ამა თუ იმ მომენტში, თავისი დომინანტური მდგომარეობით.

მიმდინარე წლის განმავლობაში ჩვენ მივიღებთ დამატებით რამდენიმე წესს და რეგულაციას, რაც საბოლოოდ დაარეგულირებს თქვენს კითხვაში აღნიშნულ საკითხსაც“, – განაცხადა დავით ნარმანიამ „ბანკები და ფინანსებთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომლის სრულ ვერსიასაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

Leave a Reply