Author Archives: energy

სემეკმა წყლის ტარიფზე გადაწყვეტილება მიიღო

სემეკმა წყლის ტარიფზე გადაწყვეტილება მიიღო

თბილისში წყლის ტარიფი არ გაძვირდება. შესაბამისი გადაწყვეტილება სემეკმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით არის. “კომპანიის მხრიდან იყო მოთხოვნა, უფრო მეტ შემოსავალზე, დაახლოებით 4 მილიონით უფრო მეტ შემოსავალზე, თუმცა ჩვენი გაანგარიშებით მათ უფრო მეტი არ ეკუთვნოდათ. კომპანიას აქვს უფლება გაასაჩივროს გადაწყვეტილება. შემდეგ უკვე სასამართლოში მოხდება მისი განხილვა”, – განაცხადა სემეკის წევრმა გოჩა შონიამ. ამის შემდეგ ...

Read More »
თურქული ნაკადის შუქ-ჩრდილები

ვლადიმერ პუტინის ბლეფი თუ თურქული ოცნება

ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ა/წლის 5 მარტს ბრიუსელმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ “გაზპრომს” შეუძლია “ტრანსადრიატიკული მილსადენით” (TAP) თავისი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რუსული მონოპოლია ააშენებს გაზსადენ “თურქულ ნაკადს” საბერძნეთ–თურქეთის საზღვრამდე. თუმცა, ევროკომისიის ენერგეტიკის გენერალ–დირექტორატის მრჩევლის ბრენდან დევლინის ინფორმაციით, ეს ნაკლებად სავარაუდოა. საქმე ისაა, თქვა მან, რომ ევროკავშირის “სამხრეთის გაზის დერეფნის” გვერდით კიდევ ერთი დიდი მილსადენის აგება არარეალურია. ...

Read More »
თურქული ნაკადის შუქ-ჩრდილები

თურქული ნაკადის შუქ-ჩრდილები

მსოფლიო ენერგოპოლიტიკა საქართველოს პოზიციების საპირისპიროდ იცვლებაფიქალის გაზის მზარდი პერსპექტივა ამერიკაშისულ უფრო აქტუალური ხდება ამერიკული თხევადი გაზის ევროპაში ექსპორტის რაც შეიძლება სწრაფად დაწყების თემა, რათა ბრიუსელი ნაკლებად იყოს გეოპოლიტიკურად დამოკიდებული რუსულ ენერგორესურსებზე. ამერიკიდან თხევადი გაზის ევროპაში ექსპორტის დაწყება არა მარტო უკრაინის, არამედ ლამის გლობალური უსაფრთხოების შესანარჩუნებელ “პანაცეადაა” მიჩნეული”.2013 წლის ბოლოსთვის, აშშ-დან თხევადი გაზის ექსპორტის ლიცენზია მხოლოდ ორ კომპანიას ჰქონდა მიღებული და ...

Read More »
სემეკში წყლის ტარიფთან დაკავშირებით სხდომა მიმდინარეობს

სემეკში წყლის ტარიფზე მსჯელობენ

თბილისში წყლის ტარიფთან დაკავშირებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის სხდომა მიმდინარეობს. დღის წესრიგით გათვალიწინებულია 19 საკითხი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ტარიფების გადახედვასთან დაკავშირებით კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მიმართვის საფუძველზე, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 15 იანვარს დაიწყო. რაც შეეხება დღეს თბილისში მოქმედ წყლის ტარიფებს, ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2010 წლის 1 დეკემბრიდან, სასმელი წყლის ...

Read More »
ინოვაციური სასტუმრო მზის ენერგიაზე

ინოვაციური სასტუმრო მზის ენერგიაზე

ინოვაციური სასტუმრო სტუმრების მიღებას არაბთა გაერთიანებულ საემიროებში 2017 წლის პირველ ნახევარში დაიწყებს და იგი მხოლოდ მზის პანელებით მიღებული ელექტროენერგიით იმუშავებს. სასტუმროს მსოფლიო ქსელი “ინტერკონტინენტალი” ააშენებს. 170-ნომრიანი უზარმაზარი შენობა განახლებადი ენერგიის გამოყენების გარდა იმითაც იქნება ინოვაციური, რომ ნარჩენების გადამუშავებასაც უზრუნველყოფს. სასტუმრო დუბაის იმ უბანში აშენდება, რომელიც გარემოს დაცვის ზონადაა გამოცხადებული. როგორც სამშენებლო კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ფარის საედი ამბობს, სასტუმროში გამომუშავებული ენერგიის ...

Read More »
აზერბაიჯანი ევროკავშირთან ენერგოდეკლარაციას აწერს ხელს

აზერბაიჯანი ევროკავშირთან ენერგოდეკლარაციას აწერს ხელს

თურქმენეთმა, აზერბაიჯანმა და თურქეთმა ხელი მოაწერეს ევროკავშირთან დეკლარაციას ენერგეტიკულ სფეროში. დეკუმენტს ხელი მოეწერა 1 მაისს აშხაბადში მიმდინარე შეხვედრის დროს, რომელშიც თურქმენეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის ნავთობისა და გაზის მინისტრები და ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მხარეები მხარს უჭერენ საიმედო, სტაბილური და გრძელვადიანი საერთაშორისო ენერგეტიკული თანამშრომლობისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას ენერგორესურსების მწარმოებლების, სატრანზიტო ქვეყნებისა და მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინებით. მათ ასევე ...

Read More »
მილიარდ ორას მილიონიანი ხუდონი არის ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი პროექტი საქართველოში

ხუდონი არის ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი პროექტი საქართველოში

ხუდონჰესი ქართული ენერგეტიკის ყველაზე აქტუალურ საკითხად იქცა, მილიარდზე მეტი საინვესტიციო ღირებულების პროექტის ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია, ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ პროექტის წილში სახელმწიფო შევა. ხუდონჰესის შესახებ ბოლო დროს გაჩენილ აქტუალურ კითხვებს ინვესტორი კომპანიის, “ტრანსელექტრიკას” ტექნიკურმა დირექტორმა, დავით მირცხულავამ უპასუხა. – ხუდონჰესი აქტუალობას არ კარგავს. ბოლო დროს კეთდება ორაზროვანი განცხადებები სახელმწიფოს მხრიდან პროექტში თანამონაწილეობაზე. არის თუ არა გადაწყვეტილი ეს ...

Read More »
იბიარდი ქარის პირველი ელექტროსადგურის, ქართლის დაფინანსებას იწყებს

ქარის პირველი ელექტროსადგურის, ქართლის დაფინანსებას EBRD იწყებს

პირველი ქარის ელექტროსადურის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება და სავარაუდოდ მომავალ წელს დასრულდება. აღნიშნული სადგურის მშენებლობას სახელმწიფო, საკუთარი სახსრებით აპირებდა როგორც საპილოტე პროექტი, თუმცა “იბიარდის” ყველწლიურ ბიზნეს ფორუმზე ცნობილი გახდა, რომ ქართლის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი დააფინანსებს. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ბეჟუაშვილმა, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების აღმასრულებელმა დირექტორმა რიკარდო ...

Read More »
რა მოცულობის ინვესტიციას ჩადებს EBRD ნენსკრას ჰესის მშენებლობაში?

რა მოცულობის ინვესტიციას ჩადებს EBRD ნენსკრას ჰესის მშენებლობაში?

ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი (EBRD) ნენსკრას ჰესის მშენებლობაში მიიღებს მონაწილეობას. როგორც EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ განაცხადა, ბანკი მზადაა ჰესის მშენებლობის დაფინანსებაში მიიღოს მონაწილეობა. ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული სექტორი ჰიდროენერგეტიკაა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ მიმართულებით დავაფინანსოთ ნენსკრას პროექტი,” – განაცხადა სუმა ჩაკრაბარტიმ. საპარტნიორო ფონდი ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელებაზე კორეულ კომპანია K Water-თან ერთად მუშაობს. აღნიშნული ჰიდროელექტროსადგური სვანეთში მდ. ენგურის შენაკადზე ...

Read More »
ჩაკრაბარტი: საქართველო დალოცვილია წყლის რესურსებით

ჩაკრაბარტი: საქართველო დალოცვილია წყლის რესურსებით

EBRD-ის პრეზიდენტის სუმა ჩაკრაბარტი აცხადებს, რომ საქართველო დალოცვილია წყლის რესურსებით და ამ რესურსებს სჭირდება როგორც ადგილზე მოვლა, ასევე მისი ექსპორტირება. როგორც სუმა ჩაკრაბარტი აღნიშნავს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს საქართველოში ფართო საფუძვლიანი პროგრამები აქვს, განსაკუთრებით ბოლო წლებში. “საქართველოში ჩვენ ფართო საფუძვლიანი პროგრამები გვაქვს, განსაკუთრებით ბოლო წლებში, იმიტომ რომ საკმაოდ კარგი მაჩვენებლები დავინახეთ. ჩვენ დაახლოებით 30-მდე პროექტი გვაქვს, რომლებიც 5 მილიონ ევროზე ...

Read More »