Author Archives: energy

ლარის გაუფასურების ფონზე ტარიფის კორექტირება ბუნებრივია

ლარის გაუფასურების ფონზე ტარიფის კორექტირება ბუნებრივია

გაზის ტარიფის სუბსიდირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 15 მილიონი ლარი გამოიყო. ლარის კურსის გაუფასურების პარალელურად, დადგა საკითხი ელექტროენერგიის შესაძლო გაძვირების თაობაზეც, რაზეც ენერგეტიკის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მოსახლეობისთვის ელექტროენერგია არ გაძვირდება. შეგახსენებთ, რომ ტარიფის კორექტირების მიზნით, სემეკს მიმართა ენერგო-პრო ჯორჯიამ. როგორც დავით მირცხულავა აცხადებს, რომ ლარის გაუფასურების ფონზე ტარიფის კორექტირება ბუნებრივია. მისივე თქმით თუ საქართველო  სოციალურ დაუცველთათვის ტარიფის სუბსიდირებას მოახდენს ეს მისი ...

Read More »
ქვესადგურ "ქსანი 500"–ის რეაბილიტაცია დაიწყო

ქვესადგურ “ქსანი 500″–ის რეაბილიტაცია დაიწყო

აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით, „ელექტროენერგიის გადაცემის რეგიონალური ქსელის გაფართოების პროექტი“ ხორციელდება. პროექტში გათვალისწინებულია ქვესადგურ „ქსანი 500“–ის სრული რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება 9,9 მლნ ევროს შეადგენს. „ეს პროექტი წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარების გეგმის განუყოფელ ნაწილს. პროექტის განხორციელების შედეგად, უზრუნველყოფილი იქნება ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილის, განსაკუთრებით თბილისის და ქვემო ქართლის ელექტროენერგიით მომარაგების გაუმჯობესება, საქართველოს ენერგოსისტემის საიმედოობის გაზრდა და ელექტროენერგიის ექსპორტისა და იმპორტის ...

Read More »
გურიაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იწყება

გურიაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იწყება

გურიაში, ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურს კომპანია ჯორჯიან ჰაიდრო ფაუერი ააშენებს. მთავრობის 11 ივნისის განკარგულება №1206-ის მიხედვით, კომპანია ჰესის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობისა და ფლობის ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულად გამოვლინდა. განკარგულების მიხედვით, ენერგეტიკის სამინისტრომ, გამარჯვებულთან გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი მთავრობის სხდომაზე განსახილველად უნდა წარადგინოს. ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 20 მვტ-ია, წლიური გამომუშავება კი 110 მილიონი კვტ/სთ. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 30 მილიონი დოლარია. ...

Read More »
ხუდონჰესის ირგვლივ ყველა პრობლემური საკითხი მოგვარებულია

ხუდონჰესის ირგვლივ ყველა პრობლემური საკითხი მოგვარებულია

“ხუდონჰესთან დაკავშირებით, თუ როგორ და რა ფორმით მოხდება პროექტის განხორციელება, გადაწყვეტილება მიღებულია. უახლოეს რამოდენიმე დღეში ცნობილი გახდება ყველაფერი საზოგადოებისთვის”, –  ამის შესახებ ვიცეპრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ერთი თვის წინ განაცხადა. რაზე შეთანხმდა ინვესტორი კომპანია და სახელმწიფო კონკრეტულად და როდის დასრულდება იურიდიული პროცედურები,  ამის შესახებ ხუდონჰესის ინვესტორი კომპანია “ტრანსელექსტრიკა ჯორჯიას” ტექნიკური დირექტორი დავით მირცხულავა საუბრობს. “ენერგეტიკის სამინისტროსა და ინვესტორებს შორის მოლაპარაკებები, ...

Read More »
სვანეთში ჰესების კასკადი აშენდება

სვანეთში ჰესების კასკადი აშენდება

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მაგანა და ლექარდე ჰესების კასკადს კომპანია ჰიდრო დეველოპმენტ კომპანი ააშენებს, რომლის 100%-იანი დამფუძნებელი ესტონური Skinest Hydro-ა. მთავრობის 11 ივნისის განკარგულება №1203-ის მიხედვით, კომპანიამ ჰესის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობისა და ფლობის ინტერესთა გამოხატვაში გაიმარჯვა. განკარგულებით, ენერგეტიკის სამინისტრომ გამარჯვებულთან გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტის მთავრობის სხდომაზე განსახილველად უნდა წარადგინოს. მაგანა და ლექარდე ჰესების კასკადის დადგმული სიმძლავრე 40.6 მვტ-ია, წლიური გამომუშავება კი ...

Read More »
გარდაბანში BP-ის თანამშრომლები გაიფიცნენ

გარდაბანში BP-ის თანამშრომლები გაიფიცნენ

საპროტესტო აქცია გარდაბნის რაიონში  სოფელ ლემშვენიერასთან. კომპანია “ბი-პის”  თანამშრომლები გაიფიცნენ. გაფიცული მუშები აცხადებენ, რომ  დასვენების დღე თვეში მხოლოდ 2 დღე აქვთ. აქციის მონაწილეები კვირას  დასვენების დღედ გამოცხადებას,  სამედიცინო დაზღვევას,  სპეცტანსაცმელსა და დამატებითი საათების სრულყოფილად ანაზღაურებას ითხოვენ. საპროტესტო აქციას კომპანიის მენეჯერი გამოეხმაურა და განმარტა რომ  მომუშავე პერსონალთან მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრები და განიხილება მათი მოთხოვნები “ჩვენ ვიცით ამ პრობლემების შესახებ ვინაიდან გავეცანით ...

Read More »
აზერბაიჯანს გაზის დეფიციტის შევსებაში გაზპრომი ეხმარება

აზერბაიჯანს გაზის დეფიციტის შევსებაში გაზპრომი ეხმარება

ევროპას აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის იმედი აქვს, თუმცა აზერბაიჯანი უკვე ახლა განიცდის გაზის დეფიციტს. „გაზპრომი“ აცხადებს, რომ მზადაა რესპუბლიკის მოთხოვნა დააკმაყოფილოს. ბაზრის ექსპერტები ამბობენ, რომ აზერბაიჯანის გაზი მიაღწევს ევროპას, მაგრამ 10 მილიარდი კუბური მეტრი არის მაქსიმუმი, რაც აზერბაიჯანს შეუძლია გაიღოს. ევროკავშირის მოთხოვნა კი 2030 წელს 100–150 მილიარდი კუბური მეტრი იქნება. „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ მზადაა აზერბაიჯანისთვის გაზის მისაწოდებლად. მიმდინარე წლამდე კი რუსული ...

Read More »
სასამართლოს გადაწყვეტილებით მთავრობას დაევალა მოქალაქეების კლიმატის ცვლილებებისგან დაცვა

სასამართლოს გადაწყვეტილებით მთავრობას დაევალა მოქალაქეების კლიმატის ცვლილებებისგან დაცვა

დღეს ჰოლანდიის სასამართლომ უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო! ეს იყო მსოფლიო სასამართლო პრაქტიკაში პირველი შემთხვევა, როდესაც სასამართლომ დაავალდებულა მთავრობა, დაიცვას საკუთარი მოქალაქეები კლიმატის ცვლილებისგან. ჰააგის სასამართლომ დაავალდებულა ჰოლანდიის მთავრობა, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 25%-ით შეამციროს სათბური აირების გაფრქვევა. მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საფრთხეების მასშტაბისა და სიმწვავის გათვალისწინებით, ჰოლანდიის მთავრობის გეგმა, რომელიც 2020 წლამდე (საბაზისო – 1990 წლის გაფრქვევებთან შედარებით) გაფრქვევების ...

Read More »
ხუდონჰესზე გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი

ხუდონჰესზე გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი

ხუდონჰესის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია და ხელშეკრულების საბოლოო ვარიანტი შედგენილია. როგორც ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა, თუ რა ფორმით მოხდება პროექტის განხორციელება ამას საზოგადოება უახლოეს დღეებში შეიტყობს. “გადაწყვეტილება მიღებულია ხუდონის პროექტთან დაკავშირებით თუ როგორ და რა ფორმით მოხდება პროექტის განხორციელება. უახლოეს რამდენიმე დღეში ცნობილი გახდება ყველაფერი საზოგადოებისთვის”, – განაცხადა მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ხუდონის პროექტში შესაძლოა საპარტნიორო ...

Read More »
ნავთობგადამუშავების სფეროში ლიცენზიის გაცემის პირობები მარტივდება

ნავთობგადამუშავების სფეროში ლიცენზიის გაცემის პირობები მარტივდება

ლიცენზიის გაცემის პროცედურების გამარტივებას “ნავთობისა და გაზის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ მოამზადა, ხოლო მთავრობამ პარლამენტს განსახილველად უკვე წარუდგინა. კანონის მოქმედი რედაქციით, ნავთობგადამუშავების წარმოებისთვის ლიცენზიის მიღების მსურველს 5-წლიანი გამოცდილების ქონა მოეთხოვება – მან უნდა წარადგინოს იმ ქვეყნების სია, სადაც იგი ბოლო 5 წლის განმავლობაში მუშაობდა. კანონში დაგეგმილი ცვლილებებით კი, აღნიშნული პირობა აღარ წარმოადგენს სავალდებულოს ...

Read More »