გარდაბანში BP-ის თანამშრომლები გაიფიცნენ

გარდაბანში BP-ის თანამშრომლები გაიფიცნენ

საპროტესტო აქცია გარდაბნის რაიონში  სოფელ ლემშვენიერასთან. კომპანია “ბი-პის”  თანამშრომლები გაიფიცნენ. გაფიცული მუშები აცხადებენ, რომ  დასვენების დღე თვეში მხოლოდ 2 დღე აქვთ.

აქციის მონაწილეები კვირას  დასვენების დღედ გამოცხადებას,  სამედიცინო დაზღვევას,  სპეცტანსაცმელსა და დამატებითი საათების სრულყოფილად ანაზღაურებას ითხოვენ.

საპროტესტო აქციას კომპანიის მენეჯერი გამოეხმაურა და განმარტა რომ  მომუშავე პერსონალთან მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრები და განიხილება მათი მოთხოვნები

“ჩვენ ვიცით ამ პრობლემების შესახებ ვინაიდან გავეცანით დასაქმებულთა მოთხოვნებს. ყველა სამუშაო ხელშეკრულება სრულ შესაბამისობაშია საქართველოს შრომის კოდექსთან და უკვე ვმუშაობთ ყველა იმ პრობლემის მოგვარებაზე, რაც დასაქმებულებმა წამოაყენეს ”-აცხადებს “ბი-პის” ხელმძღვანელობა

Leave a Reply