სასამართლოს გადაწყვეტილებით მთავრობას დაევალა მოქალაქეების კლიმატის ცვლილებებისგან დაცვა

სასამართლოს გადაწყვეტილებით მთავრობას დაევალა მოქალაქეების კლიმატის ცვლილებებისგან დაცვა

დღეს ჰოლანდიის სასამართლომ უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო! ეს იყო მსოფლიო სასამართლო პრაქტიკაში პირველი შემთხვევა, როდესაც სასამართლომ დაავალდებულა მთავრობა, დაიცვას საკუთარი მოქალაქეები კლიმატის ცვლილებისგან.

ჰააგის სასამართლომ დაავალდებულა ჰოლანდიის მთავრობა, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 25%-ით შეამციროს სათბური აირების გაფრქვევა. მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საფრთხეების მასშტაბისა და სიმწვავის გათვალისწინებით, ჰოლანდიის მთავრობის გეგმა, რომელიც 2020 წლამდე (საბაზისო – 1990 წლის გაფრქვევებთან შედარებით) გაფრქვევების მხოლოდ 14-17%-ით შემცირებას ითვალისწინებს, უკანონოა.

სამართლებრივი დავის კამპანია 2.5 წელი გაგრძელდა. დავაში მოსარჩელედ ჰოლანდიის 886 მოქალაქე მონაწილეობდა. სამართლის ექსპერტების აზრით, ეს გამარჯვება უბიძგებს სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, აღძრან მსგავსი სარჩელები თავის ქვეყნებში. მაგალითად, ბელგიაში 8 ათასი მოქალაქე ემზადება მსგავსი დავის წამოსაწყებად. ასეთივე დავისთვის ემზადებიან ნორვეგიაშიც.

 

მწვანე ალტერნატივა

Leave a Reply