Author Archives: energy

ჩინურმა კომპანიამ ფიქლის ნავთობის საბადო აღმოაჩინა

ჩინეთის ნავთობის ეროვნული კორპორაციის (CNPC) სპეციალისტებმა  ფიქლის ნავთობის მარაგი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. ფიქლის ნავთობი დაკინგის ნავთობისა და გაზის საბადოშია (ჰეილონგიანგის ჩრდილო -აღმოსავლეთი პროვინცია) აღმოჩენილი. ნედლეულის გეოლოგიური მარაგის მოცულობა 1.27 მილიარდი ტონაა. ”ეს ჩინეთისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა ფიქლის ნავთობის კვლევასა და განვითარებაში”, – ნათქვამია ჩინეთის ნავთობის ეროვნული კორპორაციის განცხადებაში. დაკინგის ნავთობისა და გაზის საბადო არის ჩინეთის უდიდესი საბადო რეზერვების თვალსაზრისით. იგი 1959 წელს ...

Read More »

მიმდინარე წელს აზერბაიჯანმა 20,1 მილიონი ტონა ნავთობი მოიპოვა

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში აზერბაიჯანმა  დაახლოებით 20.1 მილიონი ტონა ნავთობი მოიპოვა (კონდენსატთან ერთად). აზებაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადების საფუძველზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ინფორმაციის თანახმად, ნავთობისა და კონდენსატის მოპოვება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 522.2 ათასი ტონით შემცირდა. აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ის  მიერ თხევადი ნახშირწყალბადების მოპოვებამ შეადგინა 4.6 მილიონი ტონა შეადგინა.

Read More »
დაბინძურებული ჰაერი კლავს - შეშა, გაუმართავი ტრანსპორტი, მანგანუმის საბადოები...

კლიმატის ცვლილებასთან თამაში უდიდესი საფრთხის შემცველია

როცა კლიმატზე ვლაპარაკობთ, ბუნებრივია, უპირველესად გვაინტერესებს მისი „ყოფითი“ გაგება. ამინდი დღეს და უახლოეს მომავალში, აწმყოში და არა მილიონი წლის წინ ან შემდეგ. თუ დასასვენებლად მივდივართ, ვუყურებთ როგორი ამინდია კურორტზე და რისთვის მოვემზადოთ. თუ ჩვენი საქმიანობა სოფლის მეურნეობას უკავშირდება გვალვის დროს წვიმას ველით, ხოლო ჭარბტენიანობის დროს – გამოდარებას; ვუფრთხით საგაზაფხულო თუ საშემოდგომო ყინვებს. ამასთან, ჩვენი ინფორმირებულობა გვაიძულებს უკეთ დავგეგმოთ შემარბილებელი ღონისძიებები, ...

Read More »
გააძვირებს თუ არა გაზის გადასახადს "ყაზტრანსგაზის" გასხვისება

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასმა კვლავ მოიმატა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი გასული 24 საათის განმავლობაში თითქმის 10 პროცენტით გაიზარდა და 1000 კუბურ მეტრზე 550 აშშ დოლარს შეადგინა. შესაბამისად, სექტემბრის ფიუჩერსული კონტრაქტის ღირებულება ნიდერლანდებში TTF-ზე  9.6 პროცენტით გაიზარდა და ათას კუბურ მეტრზე დაახლოებით 550 აშშ დოლარს შეადგგინა. გასულ კვირას, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი პიკს აღწევდა, კერძოდ, 1000 კუბური მეტრის ღირებულება 580 აშშ დოლარი იყო. თუმცა, რამდენიმე დღეში ის ...

Read More »

ევროკავშირის მწვანე შეთანხმება და ბიზნესი

ევროკავშირმა პირობა დადო, რომ 2050 წლისთვის გარემოს ნახშირორჟანგის გამონაბოლქვით აღარ დააბინძურებს. მწვანე შეთანხმება არის ევროკავშირის ამბიციური ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს, რომ 2050 წლისთვის ამ კონტინენტზე ნახშირორჟანგის გამონაბოლქვი გარემოში, ფაქტობრივად, აღარ გაიფრქვეს და რომ ევროპის ეკონომიკის როგორც წარმოების, ისე მოხმარების სექტორი ეკოლოგიური გახდეს; ასევე რესურსები ეკონომიურად დაიხარჯოს, რაც შეიძლება ნაკლები იყოს საწარმოო ნარჩენი და სათბურის აირების გამონაბოლქვი ნულამდე შემცირდეს. მწვანე გარემოს ...

Read More »

წელს აზერბაიჯანმა 16 მილიონი ტონა ნავთობი გაიტანა ექსპორტზე

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში აზერბაიჯანმა 16,4 მილიონი ტონა ნავთობი (კონდენსატთან ერთად) გაიტანა ექსპორტზე. ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს ოპერატიული მონაცემების თანახმად,  15,6 მილიონ ტონაზე მეტი კონსორციუმზე მოდის, ხოლო 823,7 ათასი ტონა – აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის წილზე (SOCAR). ნავთობის ექსპორტი (კონდენსატთან ერთად), 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 517.5 ათასი ტონით,  3%-ით შემცირდა.

Read More »
აზერბაიჯანს გაზის დეფიციტის შევსებაში გაზპრომი ეხმარება

რუსეთი ევროპაში ბუნებრივი გაზის ექსპორტს ამცირებს და კონტინენტს მძიმე ზამთარს უმზადებს

გათხევადებული გაზის ტერმინალების ფართო ქსელი ევროპას ზამთარში მოსალოდნელი გაზის დეფიციტისგან ვერ იხსნის  – ბოლო თვეებში ამ ტიპის საწვავის მიწოდება ევროპაში მინიმუმამდე დაეცა და პერსპექტივები ბევრად უკეთესად არ გამოიყურება. ამ დროს, რუსეთი ევროპაში ბუნებრივი გაზის ექსპორტს ამცირებს და კონტინენტს მძიმე ზამთარს უმზადებს. სადღეისოდ, ევროპაში გაზის მარაგები 10-წლიან მინიმუმზეა, ფასები არასტაბილურია და თითქმის ყოველდღიურად იზრდება. თუმცა, როგორც ჩანს, ეს ბოლო არაა, რადგანაც ...

Read More »

ხელმისაწვდომი ევროპული განათლება: საერთაშორისო, საქველმოქმედო აკადემია K4S-ი ევროპელი ექსპერტების მიერ შემუშავებულ განახლებადი ენერგიების მენეჯმენტის სასწავლო კურსს იწყებს

K4S (Knowledge4Sharing –  “ცოდნა გაზიარებისთვის“) იწყებს ახალ სასწავლო კურსს საქართველოში. K4S – ი  საერთაშორისო,საქველმოქმედო აკადემიაა, რომელიც დაარსდა მდგრადი განვითარების მიზნებისა და მათთან დაკავშირებული თემატური ცოდნის გაზიარებისთვის. აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამები შემუშავებულია მსოფლიოში აღიარებული წამყვანი ექსპერტების მიერ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. „დღევანდელ რეალობაში უამრავ ნიჭიერ ადამიანს ხელი არ მიუწვდება მაღალი ხარისხის განათლებაზე, რაც, ხშირ შემთხვევაში, საჭირო ფინანსების არქონასთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ...

Read More »

განახლებადი ენერგიის მოხმარებით მსოფლიოს ლიდერი ქვეყნები

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში განახლებადი ენერგიის მოხმარების ყველაზე მაღალი წილი ნორვეგიაში ფიქსირდება. ენერგეტიკული ტარიფების შედარების, პლატფორმა Utility Bidder–ის მიერ ჩატარებულ კვლევაში საუბარია იმ ქვეყნებზე, რომლებიც განახლებადი ენერგიის მოხმარებით ტოპ 20 ქვეყანას წარმოადგენენ. ამასთან, ანგარიშში ის ქვეყნებიც მოხვდნენ, რომლებიც ყველაზე მეტად არიან დამოკიდებული წიაღისეულ საწვავზე. განახლებადი ენერგიის წყაროებად განიხილება ბიოსაწვავი და ნარჩენები, მზე, ქარი და ჰიდრორესურსები. ხოლო წიაღისეული საწვავი მოიცავს ნახშირს, ნავთობს ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა და ბარელზე 70 დოლარს გადააჭარბა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის  24 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  71.05 (+ 2.30)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  67.54 (+ 1.90)  დოლარი/ბარელზე.

Read More »