გააძვირებს თუ არა გაზის გადასახადს "ყაზტრანსგაზის" გასხვისება

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასმა კვლავ მოიმატა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი გასული 24 საათის განმავლობაში თითქმის 10 პროცენტით გაიზარდა და 1000 კუბურ მეტრზე 550 აშშ დოლარს შეადგინა.

შესაბამისად, სექტემბრის ფიუჩერსული კონტრაქტის ღირებულება ნიდერლანდებში TTF-ზე  9.6 პროცენტით გაიზარდა და ათას კუბურ მეტრზე დაახლოებით 550 აშშ დოლარს შეადგგინა.

გასულ კვირას, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი პიკს აღწევდა, კერძოდ, 1000 კუბური მეტრის ღირებულება 580 აშშ დოლარი იყო. თუმცა, რამდენიმე დღეში ის თითქმის 100 აშშ დოლარით დაეცა – ჯერ Nord Stream-თან დაკავშირებულ ყალბი ინფორმაციის ფონზე.  შემდეგ კი “გაზპრომის” გზავნილის – 5,6 მილიარდი კუბური მეტრის შესაძლო მარაგის შესახებ.

Leave a Reply