Author Archives: energy

ბირთვული ნარჩენებისგან დამზადებულმა ბატარეამ შესაძლებელია 28,000 წელი გაძლოს

კალიფორნიაში დაფუძნებულმა სტარტაპმა NDB წარადგინა ბატარეა, რომელიც იყენებს ბირთვულ ნარჩენებს და 28,000 წელი ძლებს. ნანო-ალმასის ბატარეის ენერგია მიიღება რადიოაქტიური იზოტოპებიდან, რომლებიც გამოიყენება ბირთვულ რეაქტორებში. მისი რადიოაქტიური ბირთვი დაცულია სინთეზური ბრილიანტის მრავალი შრისგან, რაც ერთ-ერთი ყველაზე რთულად დაზიანებადი მასალაა. ენერგია შთაინთქმება ალმასში არაელასტიური გაფანტვის შედეგად, რომელიც გამოიყენება ელექტროენერგიის გენერირებისთვის. ბატარეის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი ზომის მოწყობილობებისა და მანქანებისთვის, თვითმფრინავებიდან და რაკეტებიდან დაწყებული, ...

Read More »

სოფელ ჟონეთში მოსახლეობამ ნამახვანჰესის სამშენებლო სამუშაოების აღდგენის თხოვნით აქცია გამართა

ნამახვანჰესის სამშენებლო სამუშაოების აღდგენის თხოვნით აქცია გაიმართა სოფელ ჟონეთში. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ ჰესის აშენება რიონის ხეობის გადარჩენის ერთადერთი გზაა. მათივე ინფორმაციით, საპროტესტო აქციებმა სამუშაო პროცესი შეაჩერა და ასობით ადამიანი პანდემიის დროს უმუშევარი დარჩა. მოსახლეობის თქმით, პროექტის აშენების პარალელურად კომპანია მოაწესრიგებს ინფრასტრუქტურას, განვითარდება ტურიზმი, გაჩნდება სამუშაო ადგილები და სოფლების დაცლის პროცესი შეჩერდება. რიონის ხეობის მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ...

Read More »

“გაზპრომის” მოლაპარაკებები 2021 წელს სომხეთში გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით გრძელდება

„გაზპრომ ექსპორტმა“ და „გაზპრომ არმენიამ“ სომხეთში გაზის მიწოდების ხელშეკრულება გააგრძელეს მხოლოდ 2021 წლის პირველი კვარტლისთვის, “გაგრძელდება მოლაპარაკებები შემდგომ მიწოდებაზე” – განაცხადა რუსულმა კომპანიამ. მარტში სომხეთის ვიცე პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა წერილით მიმართა „გაზპრომის“ ხელმძღვანელს, ალექსეი მილერს, რომელშიც შესთავაზა გლობალური ენერგეტიკული ბაზრის პროგნოზებისა და არსებული ვითარების გათვალისწინებით, ახალი მოლაპარაკებების დაწყება სომხეთისთვის მიწოდებული გაზის ფასის შემცირების, აგრეთვე ეროვნული ვალუტის გადასახდელების გადარიცხვის შესახებ. ამის ...

Read More »
ოპეკი ნავთობის ფასის ზრდას გეგმავს

2021 წლის I ნახევარში OPEC-ი ნავთობის ბაზარზე რისკებს პროგნოზირებს

OPEC-ის გენერალური მდივანი მუჰამედ ბარკინდო, 2021 წლის პირველ ნახევარში, ნავთობის ბაზარზე რისკების არსებობას პროგნოზირებს. მისი განცხადებით, ეს ძირითადად კორონავირუსის ახალი შტამით იქნება გამოწვეული. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „მიუხედავად იმისა, რომ სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, მსოფლიოს მასშტაბით, ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებლად ითვლება, ვშიშობთ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი 2021 წლის პირველ ნახევარში ნავთობის ბაზარზე რისკებს გაზრდის“, – განაცხადა ბარკინდომ. მისი თქმით, გლობალური ეკონომიკური ...

Read More »

საქართველო აზერბაიჯანული გაზის გატარების სანაცვლოდ წელს 1.014 მლრდ მ³ გაზს მიიღებს

2021 წელს საქართველო აზერბაიჯანული გაზის გატარების სანაცვლოდ 1.014 მლრდ მ³ გაზს მიიღებს, – აღნიშნულს 2021 წლისთვის დამტკიცებული ბუნებრივი გაზის ბალანსი ითვალისწინებს. მიმდინარე წელს შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული გაზიდან, საქართველოსთვის გამოყოფილი „დამატებითი გაზის“ მოცულობა 508.7 მლნ კუბ. მეტრი იქნება, „ოფციური გაზის“ – 505.96 მლნ მ³, რაც იმას ნიშნავს, რომ „სამხრეთ კავკასიური დერეფნიდან“ მისაღები გაზის მოცულობა 2020 წელთან შედარებით (888.6 მლნ მ³) 126 ...

Read More »
აზერბაიჯანში წლის მეორე ნახევარში მძლავრი ენერგოობიექტი შევა ექსპლუატაციაში

ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე ახალი რეგულაციები ამოქმედდება

2021 წელს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე ახალი რეგულაციები ამოქმედდება. კერძოდ, წესების ამოქმედება 1-ლი ივლისიდან იგეგმება. რეგულაციები მოიცავს ერთი დღით ადრე, დღიური, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესებს, რომლითაც ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობა დარეგულირდება. წესები ეხება როგორც ელექტროსადგურების მფლობელებს, მსხვილ მომხმარებლებს და ტრეიდერებს, ასევე ელექტროენერგიის მიმწოდებლებს. რეგულაცია გულისხმობს ელექტროენერგიით საათობრივი ვაჭრობის დანერგვასაც, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, ელექტროენერგია საათობრივი ფასის მიხედვით შეისყიდოს.

Read More »
ენგურჰესი გარკვეული პერიოდებით მუშაობას შეწყვეტს

20 იანვრიდან “ენგურჰესი” ჩერდება

20 იანვრიდან “ენგურჰესი” ჩერდება. ამის შესახებ შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონიამ განაცხადა. მისივე თქმით, რეაბილიტაციის პროცესი დაწყებიდან, დაახლოებით, სამ თვეში – აპრილის ბოლოს დასრულდება. საუბარია, საქართველოს უდიდესი ჰიდროელექტროსადგურის დერივაციული გვირაბის 2018-2019 წლებში გადადებულ რეაბილიტაციაზე. გვირაბის სიგრძე 15,5 კილომეტრია, დიამეტრი კი – 9,5 მეტრი. სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას გვირაბი დაშრება, რაც იმას ნიშნავს, რომ “ენგურჰესის” ხუთივე აგრეგატი სრულად გაჩერდება. ამ ...

Read More »

უკრაინა რუსულ გაზს ტრანზიტით კიდევ 4,5 წლის განმავლობაში გაატარებს

უკრაინა კიდევ 4,5 წლის განმავლობაში ვერ შეძლებს გაზპრომთან ხელშეკრულების გადახედვას. ამის შესახებ ენერგეტიკის ექსპერტმა დიმიტრი მარუნიჩმა განუცხადა Golos UA–ს. ”რუსეთის ფედერაციიდან გაზის ტრანზიტის შემცირების საკითხზე უკრაინას ამ ეტაპზე არაფრის გაკეთება არ შეუძლია. “გაზპრომისთვის” სატრანზიტო საჭიროება ზოგადად იკლებს, რადგან ევროკავშირში გაზზე მოთხოვნა დაბალია “, – აღნიშნა ექსპერტმა. დ.მარუნიჩის აზრით, გაზპრომს აქვს ალტერნატიული მარშრუტები და ის პირველ რიგში მათ დატვირთავს. ”კიდევ 4.5 ...

Read More »

მოსალოდნელია თუ არა საწვავზე ფასის მატება იანვარში?

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის, ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, ნავთობზე ფასების მატება მოსალოდნელია. მისი თქმით, ეს განპირობებულია იმით, რომ პანდემიის დაძლევის მოლოდინები ოპტიმისტურია. „ნავთობის ფასი გასულ წელს ისტორიულად ერთ-ერთ დაბალ ნიშნულზე იყო. განსაკუთრებით მარტ-აპრილში, ზოგადად მთელი წელი სანავთობე ინდუსტრიისთვის იყო უაღრესად ნეგატიური, ვინაიდან ფასები იყო ძალიან დაბალი, რაც განპირობებული იყო პანდემიით. ნოემბრიდან როდესაც დააანონსეს, რომ ვაქცინა უკვე გამოჩნდებოდა, და გაჩნდა პოზიტიური მოლოდინები, ...

Read More »

გასულ წელს ევროპაში 1 მილიონზე მეტი ელექტრომანქანა გაიყიდა

ლიდერები Tesla, Volkswagen და Renault არიან ელექტრომობილების, როგორც მთლიანად ელექტრო, ასევე ჰიბრიდული მოდელების გაყიდვებმა ევროპის ბაზარზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაიზარდა. მათი მთლიანი გაყიდვების მოცულობა 2020 წლის 11 თვეში 198% -ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაც ევროპაში ახალი ავტომობილების გაყიდვების 10% -ს შეადგენს. EV Sales Blog- ისა და InsideEVs- ის თანახმად, ამ პერიოდში ევროპელებმა დაარეგისტრირეს 1,085,000 ...

Read More »