სოფელ ჟონეთში მოსახლეობამ ნამახვანჰესის სამშენებლო სამუშაოების აღდგენის თხოვნით აქცია გამართა

ნამახვანჰესის სამშენებლო სამუშაოების აღდგენის თხოვნით აქცია გაიმართა სოფელ ჟონეთში. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ ჰესის აშენება რიონის ხეობის გადარჩენის ერთადერთი გზაა.

მათივე ინფორმაციით, საპროტესტო აქციებმა სამუშაო პროცესი შეაჩერა და ასობით ადამიანი პანდემიის დროს უმუშევარი დარჩა.

მოსახლეობის თქმით, პროექტის აშენების პარალელურად კომპანია მოაწესრიგებს ინფრასტრუქტურას, განვითარდება ტურიზმი, გაჩნდება სამუშაო ადგილები და სოფლების დაცლის პროცესი შეჩერდება.

რიონის ხეობის მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას თხოვენ, იმისთვის რომ დაწყებული სამუშაოები გაგრძელდეს.

ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი 800 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციით ხორციელდება. მისი ძირითადი ინვესტორი და 90%-იანი წილის მფლობელი 63-წლიანი ისტორიის მქონე კორპორაცია ENKA-ა (ENKA İnşaat ve Sanayi A.Ş.). ის ძირითადად ინჟინერიის, მშენებლობისა და ენერგეტიკის დარგებში ოპერირებს და ამჟამად მსოფლიოს 64 ქვეყანაში 20,000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.

Leave a Reply