ენგურჰესი გარკვეული პერიოდებით მუშაობას შეწყვეტს

20 იანვრიდან “ენგურჰესი” ჩერდება

20 იანვრიდან “ენგურჰესი” ჩერდება. ამის შესახებ შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონიამ განაცხადა. მისივე თქმით, რეაბილიტაციის პროცესი დაწყებიდან, დაახლოებით, სამ თვეში – აპრილის ბოლოს დასრულდება.

საუბარია, საქართველოს უდიდესი ჰიდროელექტროსადგურის დერივაციული გვირაბის 2018-2019 წლებში გადადებულ რეაბილიტაციაზე. გვირაბის სიგრძე 15,5 კილომეტრია, დიამეტრი კი – 9,5 მეტრი. სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას გვირაბი დაშრება, რაც იმას ნიშნავს, რომ “ენგურჰესის” ხუთივე აგრეგატი სრულად გაჩერდება.

ამ დროის განმავლობაში კი, საქართველოს ენერგეტიკის სექტორს, მინიმუმ, 300 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია დააკლდება.

Leave a Reply