Author Archives: energy

აზიის განვითარების ბანკმა ელექტროგადამცემი სექტორის გასაძლიერებლად საქართველოსთვის 100 მილიონი აშშ დოლარის საბიუჯეტო სესხი დაამტკიცა

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დაამტკიცა 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საბიუჯეტო სესხი, რომლითაც მხარს დაუჭერს ელექტროგადამცემი სექტორის გაძლიერებისკენ მიმართულ საქართველოს მთავრობის ძალისხმევას ოპერაციული სტრუქტურის, ქვეყნის ელექტროგადამცემი კომპანიისა და მისი შვილობილის კორპორატიული მართვისა და ფინანსური მენეჯმენტის გაუმჯობესების გზით. ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს. „ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული ორი ენერგოკომპანიის ფინანსური და კორპორატიული მართვის გაუმჯობესებას. გვაქვს მოლოდინი, ...

Read More »

მსოფლიოს უდიდესი ელექტრო სკუტერების ქარხანა მხოლოდ ქალებს დაასაქმებს

Ola Electric Mobility-ის ელექტრო სკუტერების ახალი ქარხანა, რომელიც ყოველწლიურად 10 მილიონი ორბორბლიანი ტრანსპორტის შექმნას ისახავს მიზნად, 2022 წლისთვის მსოფლიოს ელექტრონული სკუტერების 15%-ს აწარმოებს. პროცესი მთლიანად ქალების მიერ იქნება მართული. ბჰავიშ აგარვალის ხელმძღვანელობით, ელექტრონული მობილობის ბიზნესი Ola-ს შემდეგი სტარტაპია, რომელიც სავარაუდოდ, მომავალ წელს გამოჩნდება ბაზრებზე. მისი უახლესი საწარმოს ხედვაა უზრუნველყოს მსოფლიოში სუფთა მობილობა და ინკლუზიური დასაქმება. ”სრული დატვირთვით, Futurefactory 10 000-ზე მეტ ქალს დაასაქმებს, რაც მას გახდის მსოფლიოში უმსხვილეს ...

Read More »
Tanap საქართველოს რეგიონალურ და გლობალურ დონეზე მნიშვნელოვანი მოთამაშედ აქცევს

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მეშვეობით საქართველო ეკონომიკური სარგებლის სახით წელიწადში 90-110 მილიონ ლარამდე მიიღებს

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მეშვეობით საქართველო ეკონომიკური სარგებლის სახით წელიწადში 90-110 მილიონ ლარამდე იღებს. მილსადენში გატარებულ ნედლ ნავთობში მნიშვნელოვანი წილი უკავია თურქმენულ ნავთობსაც, რომლის მოცულობის ზრდაც იგეგმება. „ბაქო-თბილისი ჯეიჰანის მილსადენი 2006 წლიდან ატარებს სატრანზიტო გაზს აზერბაიჯანიდან, თუქრმენეთიდან და ყაზახეთიდან. ერთი წლის განმავლობაში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით დაახლოებით 30-დან 35 მილიონ ტონამდე ნავთობის ტრანზიტი ხორციელდება. ბოლო სამი წლის საშუალო მონაცემების მიხედვით, 6 მილიონ ტონამდე თურქმენული ...

Read More »
TAP-მა ტენდერში გამარჯვებულ იტალიურ კომპანიებთან 3 კონტრაქტი გააფორმა

Gastech Awards 2021-ზე TAP “წლის გაზის პროექტი” გახდა

ტრანს-ადრიატიკის გაზის მილსადენმა (TAP), რომელიც აზერბაიჯანული გაზის ევროპაში გადასატანად შეიქმნა, 2021 წლის Gastech Awards-ის დაჯილდოების ცერემონიაზე “წლის გაზის პროექტი” გახდა. ინფორმაციას TAP- ის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. Gastech Awards 2021-ის ცერემონია დუბაიში 20 სექტემბერს გაიმართა. ”ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისათვის, რომ TAP-ის პროექტის რეალიზაცია დროულად მომხდარიყო და სანდო და მდგრადი გაზის მიმწოდებელი ვყოფილვიყავით,” – განაცხადა TAP–ის მმართველმა დირექტორმა, ლუკა სკიეპატიმ და აღნიშნა, ...

Read More »
ნავთობიმპორტიორებმა საწვავის ფასი ისევ გააძვირეს

ნავთობის ფასმა შესაძლოა 100 დოლარს მიაღწიოს

ცივი ზამთრის პერიოდში გაზის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს 2022 წლის პირველ კვარტალში ნავთობის ფასების ზრდა 100 დოლარამდე/ბარელზე, Bank of America Merrill Lynch–ის მიმოხილვაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ევროპის, ყოფილი სსრკ-ისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების  კომპანიებს შორის, როსნეფტი იქნება ნავთობის ფასების ზრდის მთავარი ბენეფიციარი, მიაჩნიათ ანალიტიკოსებს. გასულ კვირას, Brent–ის მარკის ნედლი ნავთობის ფიუჩერსის ფასმა გადააჭარბა 75 აშშ დოლარს ბარელზე, ხოლო გაზპრომმა განაცხადა, რომ ევროპულ ...

Read More »

ბიტკოინის ფასი ეცემა

CoinDesk-ის მონაცემებით, ბიტკოინის ღირებულება გასული 24 საათის განმავლობაში 6.66%-ით დაეცა. ამ დროისათვის, ბლოკჩეინი 42,650.40 აშშ დოლარად ივაჭრება. ყველაზე მაღალი ბიტკოინის ღირებულება მიმდინარე წლის აპრილში იყო. მან მაქსიმალურ ღირებულებას, 64,829.14 აშშ დოლარს მიაღწია. კრიპტოვალუტის ბაზრის საერთო ღირებულებამ 2.157 ტრილიონ დოლარს მიაღწია.

Read More »

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

“ნავთობპროდუქტების იმპორტირთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 20 სექტემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  73.92 (- 1.42)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  70.29 (- 1.68)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 21 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, სოფელ გლდანის, კაცხის, ვარდისუბნის, განთიადის, ქერჩის, ბოლნისის, რაჭისუბნისა და გობრონიძის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონების, ხიზანიშვილისა და ხერგიანის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზაჰესის დასახლების, სხვიტორის, ხანძთელის, რევოლუციის, ბარისახოს, ...

Read More »

გაზზე რეკორდული ფასების გამო, ევროპამ წარმოების შემცირება დაიწყო

ევროპაში გაზზე რეკორდულად მაღალმა ფასებმა, რომელმაც სექტემბერში ათას კუბურ მეტრზე თითქმის 1000 აშშ დოლარს მიაღწია, აიძულა ზოგიერთი კომპანია წარმოების შემცირება დაიწყოს. როგორც Bloomberg იტყობინება, CF Industries-მა, ამერიკულმა სასუქების უმსხვილესმა მწარმოებელმა, დახურა ორი ქარხანა დიდ ბრიტანეთში. ამავე სპეციალობის ნორვეგიულმა კომპანიამ Yara International ASA-მ განაცხადა, რომ ამცირებს ამიაკის წარმოებას და განმარტავს, რომ იგი იძულებული გახდა გადაედგა აღნიშნული ნაბიჯი გაზის რეკორდულად მაღალი ფასების ...

Read More »

წლის დასაწყისიდან პირველად, “გაზპრომმა” არ დაჯავშნა დამატებითი სატრანზიტო სიმძლავრე უკრაინის გავლით

“გაზპრომმა” უარი განაცხადა უკრაინის გავლით დამატებითი სატრანზიტო სიმძლავრის დაჯავშნაზე ოქტომბრისთვის. კომპანიამ შეიძინა იამალ-ევროპის გაზსადენის არსებული სატრანზიტო შესაძლებლობების მხოლოდ მესამედი. მიმდინარე წლის წინა თვეებში “გაზპრომი” რეგულარულად ჯავშნიდა უკრაინაში დამატებით სატრანზიტო მოცულობებს (დღეში 15 მილიონ კუბურ მეტრამდე). თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლისთვის კომპანიას უკვე აქვს უკრაინული სატრანზიტო სიმძლავრეებზე გრძელვადიანი რეზერვაცია 40 მილიარდი კუბური მეტრის ოდენობით, რაც 109 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს ...

Read More »