ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

“ნავთობპროდუქტების იმპორტირთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 20 სექტემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა.

კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  73.92 (- 1.42)  დოლარი/ბარელზე.

ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  70.29 (- 1.68)  დოლარი/ბარელზე.

Leave a Reply