ტრანს-ადრიატიკის გაზის მილსადენმა (TAP), რომელიც აზერბაიჯანული გაზის ევროპაში გადასატანად შეიქმნა, 2021 წლის Gastech Awards-ის დაჯილდოების ცერემონიაზე “წლის გაზის პროექტი” გახდა. ინფორმაციას TAP- ის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
Gastech Awards 2021-ის ცერემონია დუბაიში 20 სექტემბერს გაიმართა.
”ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისათვის, რომ TAP-ის პროექტის რეალიზაცია დროულად მომხდარიყო და სანდო და მდგრადი გაზის მიმწოდებელი ვყოფილვიყავით,” – განაცხადა TAP–ის მმართველმა დირექტორმა, ლუკა სკიეპატიმ და აღნიშნა, რომ მილსადენი ევროპაში ენერგომომარაგების დივერსიფიკაციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
ცნობისთვის, TAP-ს შაჰ დენიზის საბადოდან ბუნებრივი გაზი ევროპაში გადააქვს. კიპოის 878 კმ სიგრძის მილსადენი თურქეთ-საბერძნეთის საზღვართან უკავშირდება ტრანსანატოლიის მილსადენს და გადის საბერძნეთის, ალბანეთისა და ადრიატიკის ზღვის გავლით სამხრეთ იტალიამდე. 2020 წლის 31 დეკემბრიდან, ანუ ევროპაში აზერბაიჯანული გაზის მიწოდების დაწყების პირველი დღიდან, დღემდე ტრანსადრიატიკული მილსადენით, TAP– ით, ტრანსპორტირებულია 10,9 მილიონი კუბური მეტრი გაზი. TAP- ის აქციონერები არიან SOCAR (20%), BP (20%), Snam (20%), Fluxys (19%), Enagás (16%) და Axpo (5%).
წყარო: report.ge