დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 21 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVაIVბ მიკრორაიონების, სოფელ გლდანის, კაცხის, ვარდისუბნის, განთიადის, ქერჩის, ბოლნისის, რაჭისუბნისა და გობრონიძის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონების, ხიზანიშვილისა და ხერგიანის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზაჰესის დასახლების, სხვიტორის, ხანძთელის, რევოლუციის, ბარისახოს, ანდრონიკაშვილის, უწერისულიანოვის, ტრაპაიძის, ხეჩუაშვილის, ყუშიტაშვილის, ვარდევანისჭრებალოს, ლიბანის, მანაგაძისა და ბიჭვინთის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას ქუჩის მოსახლეობას. 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სავანელის, მესხის, ჭონქაძის, გერგეთისა და დუმბაძის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, ფონიჭალის დასახლებისა და მარნეულის ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუდიაშვილის მოედნის, ლერმონტოვის, აბესაძის, ბეთლემის, აბო თბილელის, ახოსპირელისჩიხლაძისა და ჯიბლაძის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონისა და თაყაიშვილის ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თვალჭრელიძისა და ქიზიყის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოჭორიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მანჯგალაძის ქუჩის მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

Leave a Reply