Author Archives: energy

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა

აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ როგორც მინიმუმ სანქციების 2 პაკეტი – „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს და მისი ოპერატორი-კომპანიის გენერალური დირექტორის მატიას ვარინგის წინააღმდეგ – დაამტკიცა – იტყობინება საიტი Politico. თუმცა, ეს შეზღუდვები ჯერ ძალაში არ შესულა და ამ დროისთვის თეთრი სახლი კონსულტაციებს აწარმოებს ახალი სპეცწარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე – სწორედ მას მოუწევს რუსული გაზსადენის წინაამღდეგ საერთაშორისო ძალისხმევის კოორდინირება. სავარაუდოდ, ამ პოსტზე დაინიშნება ამოს ხოხშტეინი, რომელიც ...

Read More »

ნავთობის ფასების პროგნოზი 2040 წლამდე

ნავთობის ფასები მსოფლიო ბაზარზე ერთ ბარელზე სავარაუდოდ 50–75 აშშ დოლარი იქნება 2025 წლისთვის, ნათქვამია რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს ნავთობ ინდუსტრიის განვითარების გენერალური სქემის პროექტში. პროგნოზების თანახმად, 2020-იანი წლების მეორე ნახევარში ფასები ერთ ბარელზე 50-60 აშშ დოლარი იქნება და არ ჩამოვა ბარელზე 50 დოლარზე ქვემოთ. ”ფასების შენარჩუნება ბარელზე 50-60 აშშ დოლარზე და ზემოთ (თუ OPEC+-ის ხელშეკრულების თანახმად, წარმოების რეგულირება შენარჩუნდება) განპირობებული იქნება ...

Read More »

„მკაცრად უნდა იქნას დაცული ენგურის რესურსის 60/40-ზე პარიტეტით გადანაწილების შეთანხმება“

„2021 წლის მაისი-აგვისტოს პერიოდში აფხაზეთის მოხმარება ბუნებრივად ნაკლები იქნება ენგურჰესისა და ვარდნილჰესების გამომუშავების 40%-ზე. იმავე პერიოდში დანარჩენი საქართველოს მოხმარების დაბალანსებაც უნდა მოხდეს ენგურჰესისა და ვარდნილჰესების გაზრდილი გამომუშავების ხარჯზე და არ უნდა ჩავრთოთ თბოსადგურები და არც იმპორტი უნდა განვახორციელოთ, პარალელური რეჟიმის საჭიროებისთვის აუცილებელი ტექნიკური იმპორტის გარდა”, – ამის შესახებ კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ზურაბ ნოღაიდელი აცხადებს. მისი თქმით, 2021 ...

Read More »
საქართველოში საწვავის ფასების ტოტალური მატება მოსალოდენლი არ არის

ერთ თვეში საწვავის ფასი საშუალოდ 9.4%-ით გაიზარდა

საერთაშორისო მასშტაბით ნავთობზე ფასების ზრდისა და მეორეს მხრივ, ლარის გაუფასურების ფონზე საწვავის ფასი საქართველოში გაიზარდა. ამას ადასტურებს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, ერთი თვის განმავლობაში საწვავის საშუალო ფასი 9.4%-ით გაიზარდა. რაც შეეხება უშუალოდ საწვავის ტიპებს: ამ ერთი თვის განმავლობაში Regular 92-ის ფასი 6.87%-ით გაიზარდა და ბაზარზე მისი ღირებულება ერთ ლიტრზე საშუალოდ 2,56 ლარია. გარდა ამისა, გაზრდილია Super 95-ის ფასიც, კერძოდ, ამ ერთ ...

Read More »
ქარის ენერგეტიკის განვითარების ტენდენცია 2000-2050 წლებზე (ინფოგრაფიკი)

მსოფლიოს უდიდესი აქტივების მართვის ფონდი პირველ მწვანე გარიგებას დებს

ნორვეგიის $1.3 ტრილიონის ღირებულების აქტივების მართვის ფონდმა მწვანე ენერგიის ინფრასტრუქტურაში პირველი ინვესტიცია განახორციელა. ერთ წელზე მეტი ხნის შემდეგ, რაც მას აქტივების კლასში გადასვლის უფლება მისცეს, მსოფლიოს უდიდესი სუვერენული ინვესტიციის მექანიზმი დანიური Orsted-გან 752 მეგავატიანი Borssele 1 & 2 ოფშორული ქარის ელექტროსადგურის 50%-ს შეისყიდის. როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, გარიგების ღირებულება 1.4 მილიარდი ევროა. Orsted-ის გარიგება პირველი შემთხვევაა, როცა ფონდი განახლებადი ენერგიის ...

Read More »
ენერგეტიკის სამინისტრო ნამახვანის ჰესების კასკადისთვის ინვესტორს ეძებს

გაყიდის თუ არა „ნამახვანიჰესის“ კომპანია 15 წლის შემდეგაც ელექტროენერგიას საქართველოს ბაზარზე?

ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კითხვა, რომელიც მოსახლეობას “ნამახვანჰესის” პროექტთან და ხელშეკრულებასთან დაკავშირებით უჩნდება. ხელშეკრულების თანახმად, ინვესტორ კომპანიას არ აქვს ექსპორტზე დაშვების გარანტირებული პირობა ანუ დღეს მოქმედი კანონმდებლობით უნდა იხელმძღვანელოს. გენერაციის ობიექტების ფუნქციონირება დამოკიდებულია გადაცემის ოპერატორზე, რაც საქართველოს შემთხვევაში მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ხელშია. შესაბამისად, სახელმწიფოს დასტურისა და კონტროლის გარეშე ელექტროენერგიის ექსპორტი ვერ განხორციელდება. უკანასკნელ წლებში საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი (გარდა გადაუდებელი ...

Read More »

პრეზიდენტი “ნამახვანჰესის” საკითხის განსახილველად მხარეებს სახელმწიფო კომისიის შექმნას ურჩევს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ნამახვანჰესის” საკითხის განსახილველად მხარეებს სახელმწიფო კომისიის შექმნას ურჩევს და საჭიროების შემთხვევაში, პრეზიდენტის სასახლის პლატფორმას სთავაზობს. ამის შესახებ ზურაბიშვილმა დღეს, 9 აპრილს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ “ნამახვანჰესის” საკითხთან დაკავშირებით ორივე დაპირისპირებულ მხარეს ძლიერი არგუმენტები აქვს, რომელთა გათვალისწინებას და შეჯერებასაც ის უალტერნატიოდ მიიჩნეევს. “ეკონომიკასთან დაკავშირებლ საკითხებზეც ვხდებით საზოგადოების მხრიდან დაპირისპირებულ პოზიციებს. ასეთი მაგალითის ვხვდებით “ნამახვანჰესთან” ...

Read More »

ყაზახეთმა მარტის თვეში OPEC +- ით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, მარტის თვეში ყაზახეთში ნავთობის მოპოვებამ 2,6% -ით გადააჭარბა დანიშნულ კვოტას. ყოველდღიური ნავთობის მოპოვებამ მარტის თვეში შეადგინა 1,475 მილიონი ბარელი დღე/ღამეში  საჭირო 1,437 მილიონი ბარელი დღე-ღამის ნაცვლად. ენერგეტიკის სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, მარტში ყაზახეთმა აწარმოა 7,3 მილიონი ტონა ნავთობისა და გაზის კონდენსატი. „ყაზახეთი გეგმავს შეასრულოს OPEC+-ის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები”, – ნათქვამია ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში. მანამდე OPEC+-ის ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება ნავთობის მოპოვების შეზღუდვებზე თებერვლის თვეში 7.125 მილიონი ბარელი დღე/ღამეში, ხოლო მარტსა და აპრილში 7.05 მილიონი ბარელი დღე/ღამეში. ამავდროულად, ყაზახეთისა და რუსეთისთვის შეთანხმებულია ცალკეული პირობები, რაც ითვალისწინებს ნავთობის მოპოვების ეტაპობრივ ზრდას თებერვალსა და მარტის თვეებში. აპრილში ყაზახეთმა და რუსეთმა კვლავ მიიღეს შესაძლებლობა  გაზარდონ ნავთობის მოპოვება.

Read More »

“საქართველოში არსებული წიაღისეული მარაგების უმრავლესობა არარენტაბელურია”

ბოლო პერიოდში Facebook სივრცეში აქტიურად ვრცელდებოდა ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული პოსტი, სადაც ის საუბრობდა რიონის ხეობაში არსებული ურანის, სპილენძის, ოქროს და სხვა წიაღისეულის დიდი მარაგების შესახებ და ირწმუნებოდა, რომ ინვესტორი თუქეთიდან თუ ჰესის მშენებლობის დროს აღმოაჩენდა ოქროს, ურანის თუ სხვა წიაღისეულის საბადოს, მას უფლება ექნებოდა მათი ლიცენზიის გარეშე მოპოვებისა და გაყიდვის. ხსენებულ პოსტზე უამრავ მომხმარებელს საკმაოდ მძაფრი რეაქცია ჰქონდა და ...

Read More »

“ნამახვანჰესის” მშენებელ კომპანიაში თანამშრომლების დაშინებასა და მათზე ზეწოლაზე საუბრობენ

“ნამახვანჰესის” მშენებელი კომპანია თანამშრომლების დაშინებასა და მათ მიმართ ზეწოლაზე საუბრობს. კრიზისების მენეჯერის, დიმიტრი მინდიაშვილის თქმით, ადგილობრივები, რომლებიც პროტესტის გამო ფსიქოლოგიური ზეწოლის მუშაობენ, ნინო ლომჯარიასთან პირადად შეხვედრას ელოდნენ. მისივე თქმით, კომპანიამ ამ ფაქტების შესახებ სახალხო დამცველის აპარატს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ომბუდსმენი გუშინ რიონის ხეობაში იმყოფებოდა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეხვდა.

Read More »