“ნამახვანჰესის” მშენებელი კომპანია თანამშრომლების დაშინებასა და მათ მიმართ ზეწოლაზე საუბრობს. კრიზისების მენეჯერის, დიმიტრი მინდიაშვილის თქმით, ადგილობრივები, რომლებიც პროტესტის გამო ფსიქოლოგიური ზეწოლის მუშაობენ, ნინო ლომჯარიასთან პირადად შეხვედრას ელოდნენ.
მისივე თქმით, კომპანიამ ამ ფაქტების შესახებ სახალხო დამცველის აპარატს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
ომბუდსმენი გუშინ რიონის ხეობაში იმყოფებოდა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეხვდა.