“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, მარტის თვეში ყაზახეთში ნავთობის მოპოვებამ 2,6% -ით გადააჭარბა დანიშნულ კვოტას.
ყოველდღიური ნავთობის მოპოვებამ მარტის თვეში შეადგინა 1,475 მილიონი ბარელი დღე/ღამეში საჭირო 1,437 მილიონი ბარელი დღე-ღამის ნაცვლად.
ენერგეტიკის სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, მარტში ყაზახეთმა აწარმოა 7,3 მილიონი ტონა
ნავთობისა და გაზის კონდენსატი.
„ყაზახეთი გეგმავს შეასრულოს OPEC+-ის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები”, – ნათქვამია ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში.
მანამდე OPEC+-ის ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება ნავთობის მოპოვების შეზღუდვებზე თებერვლის თვეში 7.125 მილიონი ბარელი დღე/ღამეში, ხოლო მარტსა და აპრილში 7.05 მილიონი ბარელი დღე/ღამეში.
ამავდროულად, ყაზახეთისა და რუსეთისთვის შეთანხმებულია ცალკეული პირობები, რაც ითვალისწინებს ნავთობის მოპოვების ეტაპობრივ ზრდას თებერვალსა და მარტის თვეებში.
აპრილში ყაზახეთმა და რუსეთმა კვლავ მიიღეს შესაძლებლობა გაზარდონ ნავთობის მოპოვება.