Author Archives: admin

"საქართველოს მთავრობა აფხაზეთისთვის დამატებითი ელექტროენერგიის ყიდვას აღარ გეგმავს"

აფხაზეთი მორიგი ენერგოკრიზისის მოლოდინშია

აფხაზეთში 2 დღის მანძილზე ენერგომომარაგებაში სერიოზული შეფერხებები იყო – ენერგოკომპანია „ჩერნომორენეგრო“-ს პრეს-მდივნის ალხას გაგულიას თქმით, გათიშვების მიზეზი გახდა ავარია გალის რაიონში მდებარე გადამცემ ხაზ „შეშელეთი-1“-ზე. დაზიანება უკვე აღმოფხვრილია და ენერგომომარაგება აღდგა. თუმცა, დროებითი გაუმჯობესების ფონზე ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობა აცივებასთან ერთად ახალ ენერგოკრიზისს ელის – გასული წლის უმწვავესი ენერგოდეფიციტის გამომწვევი მიზეზები – ინფრასტრუქტურის მოძველება და კრიპტოვალუტების მაინინგი – დღესაც ძალაშია, შესაბამისად, ...

Read More »

იანვარ-სექტემბერში აზერბაიჯანმა 15.1%-ით გაზარდა გაზის მოპოვება, ნავთობის კონდენსატთან ერთად 0.9%-ით შეამცირა

2021 წლის იანვარ-სექტემბრის თვეებში აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვებამ გაზის კონდენსატთან ერთად შეადგინა 25 მლნ 868 ათასი ტონა, რაც 0.9%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. კერძოდ, სასაქონლო ნავთობის მოპოვებამ კონდენსატთან ერთად შეადგინა 25 მლნ 820.5 ათასი ტონა (კლება 0.7%-ით). სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, აზერბაიჯანში გაზის მოპოვებამ 2021 წლის ...

Read More »

რამ გამოიწვია ფასების ზრდა ნავთობზე

ნავთობი ძვირდება. ლონდონში, ICE Futures Europe–ზე Brent–ის მარკის ნავთობის ფასი $83-86-ის დიაპაზონშია.  ორშაბათის ვაჭრობაზე დეკემბრის ფიუჩერსების პიკური ფასი $86-ს აჭარბებდა. ეს 2018 წლის შემდეგ მაქსიმალური მაჩვენებელია. გაძვირდა დასავლეთტეხასური ნავთობიც – WTI $83 ღირს. წლიურ ჭრილში Brent-ის ფასი თითქმის გაორმაგებულია. ბოლო 1 თვეში 12%-იან ზრდას აჩვენებს.   ფოტო: CNBC რატომ ძვირდება შავი ოქრო? მაღალი მოთხოვნა და მიწოდების შეფერხების მოლოდინი –  ეს არის მთავარი მიზეზი, რაც ბოლო თვეებში ნავთობის ფასის აღმავალ ტრენდს განაპირობებს. ფასების ზრდა რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება. ერთ–რთი უმთავრესი მსოფლიოში ეკონომიკური აქტივობის ...

Read More »

“ენერგეტიკული გაერთიანების” სამდივნოს წარმომადგენლების ვიზიტის ფარგლებში, “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” თანამშრომლებთან შეხვედრა გაიმართა

სასაქონლო ბაზრების ლიბერალიზაციისა და დიჯიტალიზაციის ურთიერთობის მემორანდუმის შესახებ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სასაქონლო ბაზრების ლიბერალიზაციასა და დიჯიტიალიზაციასთან დაკავშორებით, თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც გაფორმდა 2021 წლის ივლისში, ” ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს, EBRD-ს , საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიასა” და სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას” შორის. მემორანდუმის მიზანია ხელი შეუწყოს ...

Read More »

ლიეტუვას მთავრობის დახმარებით 350 ათას ევროს ღირებულების განახლებადი ენერგიის პროექტი განხორციელდა

მარტყოფის სარაგბო ბაზაზე ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი ანდრიუს კალინდრამ, რაგბის კავშირის ხელმძღვანელობამ და „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“, წარმატებით განხორციელებული განახლებადი ენერგიის პროექტი წარადგინეს. პროექტი, რომლის ღირებულება 350 ათას ევროს შეადგენს, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, ლიეტუვას მთავრობის დახმარებით და უშუალოდ ელჩის აქტიური მონაწილეობით განხორციელდა. პროექტის განხორციელებაში, ასევე მნიშვნელოვანი წვლილი „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორს, ბატონ გიორგი ჩიქოვანს მიუძღვის. საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მიერ აშენებულ ...

Read More »

ეკონომიკის სამინისტრო – ფინანსთა სამინისტრო ვერ შეისწავლიდა და მოამზადებდა დასკვნას „ნამახვანჰესის“ პროექტზე, რადგან ტენდერი „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე ბევრად ადრე ჩატარდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 18 ოქტომბერს „ნეტგაზეთში“ გამოქვეყნებულ პუბლიკაციას ეხმაურება, სადაც საუბარია „ნამახვანჰესის“ საკითხთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს მიერ გაგზავნილ წერილზე. როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ვერ შეაფასებდა პროექტს „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის. უწყებაში განმარტავენ, რომ პროექტის იდენტიფიცირების, ინიცირების, მომზადების, განხილვისა და მოწონების, ასევე ინვესტორი კომპანიის, როგორც კერძო პარტნიორის შერჩევის ეტაპები დასრულდა „საჯარო ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტებს იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 19 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  85.08 (+ 0.75)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  82.96 (+ 0.52)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

“ბიტკოინის” ფასმა 2023 წლისთვის შეიძლება 100 ათას დოლარს მიაღწიოს

სავარაუდოდ, ბიტკოინის ღირებულება 2023 წლისთვის 100 000 დოლარამდე გაიზრდება. ამ პროგნოზის გაკეთების საშუალება იძლევა კრიპტოვალუტაზე ბოლოდროინდელი ფასების ზრდა დატრეიდერების ნდობის გაძლიერება მის მიმართ. ფინანსური კომპანიის – Fidelity Global, დირექტორის, იურიენ ტიმერის თქმით, ოქტომბერში ბიტკოინის ფასის ზრდა 31%-ით გაზრდა მიუთითებს მის “მდგრადობაზე” და იმაზე, რომ ის “არ არის ბუშტი, რომელიც გასკდება”. ტიმერი თავის პროგნოზებისას ეყრდნობა მიწოდებისა და მოთხოვნის საკუთარ მოდელს. მისი აზრით, ...

Read More »

ევროკავშირი: 21 ოქტომბერს არ გაიმართება ირანთან მოლაპარაკება

ევროკავშირის განცხადებით, 21 ოქტომბერს ბრიუსელში არ არის დანიშნული ირანთან შეხვედრა, რომლის თემაც უნდა ყოფილიყო მოლაპარაკების განახლება 2015 წლის ბირთვული ხელშეკრულების აღდგენის შესახებ. ევროკავშირის ეს ცნობა წინააღმდეგობაში მოდის ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მანამდე გაკეთებულ განცხადებასთან. “ხუთშაბათს შეხვედრა არ გაიმართება” – უთხრა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, ჟოზეფ ბორელის პრესმდივანმა, ნაბილა მასრალიმ სააგენტო “ფრანს პრესს” 18 ოქტომბერს. “ამ ეტაპზე ვერ ვადასტურებთ როდის, ...

Read More »

აშშ ნავთობის მოპოვების მიხედვით კვლავ ლიდერობს მსოფლიოში

აგვისტოს თვეში  ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეინარჩუნა მსოფლიო ლიდერობა  ნავთობის მოპოვების მაჩვენებლით,  რუსეთი კვლავ დარჩა მეორე ადგილზე, ხოლო მესამე ადგილი დაიკავა საუდის არაბეთმა – ორგანიზაცია “ნავთობის “სტატისტიკის ერთობლივი ინიციატივის” (JODI) მონაცემების თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. JODI-ის მონაცემებით, აგვისტოში აშშ-ში ნავთობის მოპოვება ივლისის თვის მაჩვენებელთან შედარებით შემცირდა 1,1%-ით 11,181 მილიონ ბარელამდე/დღე-ღამეში, რუსეთში გაიზარდა 1,1%-ით,  საუდის არაბეთშიც გაიზარდა 0,9%-ით 9,562 მილიონამდე. ნავთობის ექსპორტი საუდის არაბეთიდან ...

Read More »