2021 წლის იანვარ-სექტემბრის თვეებში აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვებამ გაზის კონდენსატთან ერთად შეადგინა 25 მლნ 868 ათასი ტონა, რაც 0.9%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.
კერძოდ, სასაქონლო ნავთობის მოპოვებამ კონდენსატთან ერთად შეადგინა 25 მლნ 820.5 ათასი ტონა (კლება 0.7%-ით).
სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, აზერბაიჯანში გაზის მოპოვებამ 2021 წლის აღნიშნულ პერიოდში შეადგინა 31 მილიარდ 693.5 მილიონი კუბური მეტრი (ზრდა 15.1%-ით). ამავდროულად, სასაქონლო გაზის მოპოვებამ შეადგინა 23 მილიარდ 398 მილიონი კუბური მეტრი (ზრდა 19.3%-ით).
2020 წელს აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვებამ გაზის კონდენსატთან ერთად შეადგინა 34 მილიონ 585.4 ათასი ტონა, გაზის – 36 მილიარდ 713.3 მილიონი კუბური მეტრი.