სასაქონლო ბაზრების ლიბერალიზაციისა და დიჯიტალიზაციის ურთიერთობის მემორანდუმის შესახებ
მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სასაქონლო ბაზრების ლიბერალიზაციასა და დიჯიტიალიზაციასთან დაკავშორებით, თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც გაფორმდა 2021 წლის ივლისში, ” ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს, EBRD-ს , საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიასა” და სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას” შორის.
მემორანდუმის მიზანია ხელი შეუწყოს ბუნებრივი გაზის ბირჟისა და ორმხრივი ხელშეკრულებების აუქციონის პლატფორმის განვითარებას.
მხარეებმა განიხილეს ბუნებრივი გაზის სექტროში არსებული მდგომარეობა, მათ შორის შვილობილი კომპანიის ჩამოყალიბების საკითხი. 15 ოქტომბერს დასრულდა კომპანიის დაფუძნების პროცესი, რომელიც წარმოადგენს საქართველოში ბუნებრივი გაზის კონკურენტული ბაზრის განვითარების მიმართულებას.
“ენერგეტიკული გაერთიანების” სამდივნოს წარმომადგენლების ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა შპს ” საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კონპანიის” თანამშრომლებთან ორმხრივ ფორმატში, მხარეებმა განიხილეს აქტუალური საკითხები, როგორიც არის ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების პროექტი, ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ დაბალანსებასთან დაკავშორებით ახალი ვალდებულებების შესრულება და ასევე ბაზრის განვითარების სხვადასხვა ასპექტები.