Author Archives: admin

ორთქლის გაჟონვის გამო, როსტოვში ბირთვული ელექტროსადგური გამორთეს

როსტოვის ბირთვული ატომური ელექტროსადგურის მეორე ენერგობლოკი დაიხურა, – ამის შესახებ ინფორმაციას tass-ი ავრცელებს. ელექტროსადგურის დახურვის მიზეზი სადგურიდან ორთქლის გაჟონვა გახდა. ელექტროსადგურის წარმომადგენლების თქმით, რადიაციის დონე ნორმალურია და გადაჭარბება არ დაფიქსირებულა. ბირთვულ ელექტროსადგურზე მუშებმა 18-მილიმეტრიანი ნაპრალი იპოვეს, საიდანაც ორთქლმა გაჟონა.

Read More »

ნათია თურნავა ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორს იანეს კოპაჩს შეხვდა

საქართველოში მიმდინარე ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა და ქვეყნის ენერგეტიკის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ და ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორმა, იანეს კოპაჩმა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. შეხვედრას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი. შეხვედრაზე ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა იანეს კოპაჩს და ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებას რეფორმის განხორციელების პროცესში გაწეული დახმარებისთვის. მისი ...

Read More »

ენერგოკრიზისის გამო, მოლდოვის მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა

ენერგოკრიზისის გამო, მოლდოვის მთავრობამ ქვეყანაში 30 დღით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა. მთავრობა აღნიშნული ინიციატივის დასამტკიცებლად პარლამენტს მიმართავს. მოლდოვის მთავრობა რუსულ ენერგოკომპანია „გაზპრომთან“ ახალი შეთანხმების დასადებად მოლაპარაკებებს აწარმოებს. პრემიერ-მინისტრ გავრილიცას განცხადებით, მოსკოვში „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. მთავრობის ცნობით, მოლდოვის გაზის ბაზარზე დაახლოებით 16 მილიონი კუბური მეტრის მოცულობის გაზის დეფიციტია. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მთავრობას ბუნებრივი აირის ალტერნატიული წყაროებიდან შესაძენად კანონით ...

Read More »

მსხვილი იაპონური კორპორაციები საქართველოში განახლებადი ენერგეტიკით დაინტერესდნენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ იაპონიის სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ონლაინ-შეხვედრა გამართა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ონლაინ-შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. ასევე განიხილეს საქართველოს ბაზარზე იაპონური საინვესტიციო აქტივობასთან დაკავშირებული საკითხები. „შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი, აგრეთვე მსხვილი იაპონური კომპანიების – Kansai Electric Power-ისა და Itochu Corporation-ის მაღალი მენეჯმენტის წარმომადგენლები. ...

Read More »

ბიტკოინის ფასი მოულოდნელად 87%-ით შემცირდა

21 ოქტომბერს კრიპტოვალუტის უდიდეს ბირჟაზე Binance-ზე ბიტკოინის ღირებულება სისტემური შეცდომის გამო 87%-ით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Bloomberg იუწყება. კრიპტოვალუტის ღირებულება ამ მომენტში 8,2 ათას აშშ დოლარს შეადგენდა. თუმცა, შეცდომა მალე გამოსწორდა და ბიტკოინის ფასი მაღალ ნიშნულს დაუბრუნდა. Coindesk-ის მონაცემებით, კრიპტოვალუტის ღირებულებამ 63,300.17 აშშ დოლარს მიაღწია. ბიტკოინმა ახალ პიკს $67 000-ს ოთხშაბათს მიაღწია, სანამ $63,000-ზე ჩამოვიდოდა.

Read More »

“თელასსა” და “თელმიკოს”, შესაძლოა, ჯარიმები გაუორმაგდეთ

სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია აცხადებს, რომ თუ ელექტროენერგიის გადასახადის არასწორად დარიცხვების პრობლემა არ მოგვარდება, კომპანიები გაორმაგებული თანხით დაჯარიმდებიან. როგორც ნარმანიამ “ბიზნესს ფორმულას” განუცხადა, “თელასისა” და “თელმიკოს” მიერ არასწორად დარიცხვების სრული აღმოფხვრა თვის ბოლომდე უნდა მოხდეს. „უკვე დაკორექტირებულმა თანხამ 1.3 მილიონი ლარი შეადგინა. „თელასი“ დავაჯარიმეთ 50 ათასი ლარით, ხოლო „თელმიკო“ 75 ათასით. თუ მომავალშიც მოხდება მსგავსი ფაქტები და ამას მასობრივი ხასიათი ...

Read More »

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შემცირდა

ევროპაში გაზის ნოემბრის ფიუჩერსების ფასი გასული დღის ვაჭრობის შედეგად 6%-ით დაეცა. ამას მოწმობს ICE Futures-ის სავაჭრო მონაცემები. გაზის ნოემბრის ფიუჩერსების ფასი ნიდერლანდების TTF-ის ვაჭრობის გახსნისას ათას კუბურ მეტრზე $1,130-ს შეადგენდა. ხოლო დასასრულისთვის  6%-ით შემცირდა და ათას კუბურ მეტრზე $1 053,1 შეადგინა. ევროპული ქვეყნების მთავრობებს უჭირთ რეაგირება მოახდინონ გაზის ფასების დრამატულ ცვლილებაზე, რაც ხელს შეუწყობს ინფლაციას და ძირს უთხრის პოსტ-პანდემიურ აღდგენას. კრიზისი ასევე საფრთხეს უქმნის ევროპელი ...

Read More »

ეკონომიკის სამინისტრომ „ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების ინტეგრირებული ეროვნული გეგმის“ მიმართულებები საზოგადოებრივ ორგანიზაციებს წარუდგინა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივითა და ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართულობით, „ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების ინტეგრირებული ეროვნული გეგმის“ განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებ ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სექტორებში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლებთან პირველი განხილვა გაიმართა, რომელიც ონლაინ ფორმატში ჩატარდა. გადაწყდა, რომ მსგავსი შეხვედრები გარკვეული პერიოდულობით გაიმართება, რომლის დროსაც პასუხი გაეცემა საზოგადოების წინაშე არსებულ ყველა შეკითხვას ქვეყნის ენერგეტიკული მდგომარეობის, ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 21 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  84,61 (-1,21)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  82,50 (-0.92)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ევროპაში გაზის ფასი 3%-ით შემცირდა

ICE Futures-ის სავაჭრო მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში, ევროპაში გაზის ნოემბრის ფიუჩერსების ფასი თითქმის 3%-ით შემცირდა. ნოემბრის გაზის ფიუჩერსების ღირებულება ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში, რომელიც გაზის უმსხვილესი ევროპული კერაა, გაზის ღირებულებამ 1000 კუბურ მეტრზე 1,070 აშშ დოლარს მიაღწია. დღის განმავლობაში გაზის ფასი 1,027,9 აშშ დოლარამდეც შემცირდა. ხოლო, სავაჭრო სესიის ბოლოს ათას კუბურ მეტრზე გაზის ფიუჩერსები ათას კუბურ მეტრზე 1,094 აშშ დოლარს შეადგენდა. ევროპული ქვეყნების მთავრობებს უჭირთ რეაგირება ...

Read More »