ICE Futures-ის სავაჭრო მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში, ევროპაში გაზის ნოემბრის ფიუჩერსების ფასი თითქმის 3%-ით შემცირდა.
ნოემბრის გაზის ფიუჩერსების ღირებულება ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში, რომელიც გაზის უმსხვილესი ევროპული კერაა, გაზის ღირებულებამ 1000 კუბურ მეტრზე 1,070 აშშ დოლარს მიაღწია. დღის განმავლობაში გაზის ფასი 1,027,9 აშშ დოლარამდეც შემცირდა. ხოლო, სავაჭრო სესიის ბოლოს ათას კუბურ მეტრზე გაზის ფიუჩერსები ათას კუბურ მეტრზე 1,094 აშშ დოლარს შეადგენდა.
ევროპული ქვეყნების მთავრობებს უჭირთ რეაგირება მოახდინონ გაზის ფასების დრამატულ ცვლილებაზე, რაც ხელს შეუწყობს ინფლაციას და ძირს უთხრის პოსტ-პანდემიურ აღდგენას.
კრიზისი ასევე საფრთხეს უქმნის ევროპელი პოლიტიკოსების გეგმებს, ბლოკი მწვანე ენერგიის მიმართულებით წაიყვანოს. ქვეყნების ნაწილისთვის ერთი შესაძლო გამოსავალი რუსეთიდან მეტი გაზის შემოტანაა.
ევროკომისია ამ კვირას გამოაქვეყნებს ზომების ერთობლიობას მთავრობებისთვის ფასების ცვლილების გავლენის შესამცირებლად.