ევროპაში გაზის ნოემბრის ფიუჩერსების ფასი გასული დღის ვაჭრობის შედეგად 6%-ით დაეცა. ამას მოწმობს ICE Futures-ის სავაჭრო მონაცემები.
გაზის ნოემბრის ფიუჩერსების ფასი ნიდერლანდების TTF-ის ვაჭრობის გახსნისას ათას კუბურ მეტრზე $1,130-ს შეადგენდა. ხოლო დასასრულისთვის 6%-ით შემცირდა და ათას კუბურ მეტრზე $1 053,1 შეადგინა.
ევროპული ქვეყნების მთავრობებს უჭირთ რეაგირება მოახდინონ გაზის ფასების დრამატულ ცვლილებაზე, რაც ხელს შეუწყობს ინფლაციას და ძირს უთხრის პოსტ-პანდემიურ აღდგენას.
კრიზისი ასევე საფრთხეს უქმნის ევროპელი პოლიტიკოსების გეგმებს, ბლოკი მწვანე ენერგიის მიმართულებით წაიყვანოს. ქვეყნების ნაწილისთვის ერთი შესაძლო გამოსავალი რუსეთიდან მეტი გაზის შემოტანაა.
ევროკომისია ამ კვირას გამოაქვეყნებს ზომების ერთობლიობას მთავრობებისთვის ფასების ცვლილების გავლენის შესამცირებლად.