როსტოვის ბირთვული ატომური ელექტროსადგურის მეორე ენერგობლოკი დაიხურა, – ამის შესახებ ინფორმაციას tass-ი ავრცელებს.
ელექტროსადგურის დახურვის მიზეზი სადგურიდან ორთქლის გაჟონვა გახდა.
ელექტროსადგურის წარმომადგენლების თქმით, რადიაციის დონე ნორმალურია და გადაჭარბება არ დაფიქსირებულა.
ბირთვულ ელექტროსადგურზე მუშებმა 18-მილიმეტრიანი ნაპრალი იპოვეს, საიდანაც ორთქლმა გაჟონა.