ბიტკოინის ფასი მოულოდნელად 87%-ით შემცირდა

21 ოქტომბერს კრიპტოვალუტის უდიდეს ბირჟაზე Binance-ზე ბიტკოინის ღირებულება სისტემური შეცდომის გამო 87%-ით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Bloomberg იუწყება.

კრიპტოვალუტის ღირებულება ამ მომენტში 8,2 ათას აშშ დოლარს შეადგენდა. თუმცა, შეცდომა მალე გამოსწორდა და ბიტკოინის ფასი მაღალ ნიშნულს დაუბრუნდა.

Coindesk-ის მონაცემებით, კრიპტოვალუტის ღირებულებამ 63,300.17 აშშ დოლარს მიაღწია.

ბიტკოინმა ახალ პიკს $67 000-ს ოთხშაბათს მიაღწია, სანამ $63,000-ზე ჩამოვიდოდა.

Leave a Reply