Author Archives: admin

სექტემბერის თვეში აზერბაიჯანმა 108,2%-ით შეასრულა “OPEC+-ის” გარიგებით ნაკისრი ვალდებულებები

2021 წლის სექტემბრის თვეში აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვებამ შეადგინა 586.2 ათასი ბარელი, აგვისტოს თვის 596.1 ათასი ბარელის მაჩვენებელთან შედარებით. ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. „2021 წლის სექტემბერში აზერბაიჯანში ნავთობის დღიურმა მოპოვებამ კონდენსატთან ერთად შეადგინა 703,1 ათასი ბარელი, რომლიდანაც ნავთობის  მოპოვებაზე მოვიდა 586,2 ათასი ბარელი, 116,9 ათასი ბარელი – კონდენსატზე“, – აცხადებენ სამინისტროში. ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, 2021 წლის სექტემბრისთვის ...

Read More »
"ტესლას" ახალი ელექტრომობილი ერთჯერადად 320 კილომეტრს გაივლის

Tesla-ს აქციები ისტორიულ მაქსიმუმზეა

Tesla-ს აქციებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და მათი საბაზრო ღირებულება დაახლოებით 1 ტრილიონი დოლარია. კომპანიის აქციები 1,8%-ით გაიზარდა და ერთი აქცია 910 დოლარამდე ღირს. შედეგად,Tesla-მ Facebook Inc-ის აქციის ფასს გადააჭარბა. წელს Tesla-ს აქციები საშუალოდ 29%-ით გაიზარდა.

Read More »
შეხვედრა გაზპრომთან - პირველი ინფორმაცია ლუქსემბურგიდან

“გაზპრომი” მოლდოვას გაზის მიწოდების შეჩერებით ემუქრება

“გაზპრომმა” შესაძლოა მთლიანად უარი თქვას მოლდოვასთვის გაზის შემდგომ მიწოდებაზე, თუ კიშინიოვი არ გადაიხდის ვალს და არ დათანხმდება ახალი კონტრაქტის პირობებს. ამის შესახებ შაბათს, 23 ოქტომბერს, რუსული ენერგოკომპანიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სერგეი კუპრიანოვმა განაცხადა. მისი თქმით, მოლდოვას ვალი მიწოდებულ გაზზე შეადგენს 433 მილიონ დოლარს და გადახდების დაგვიანების გათვალისწინებით, ვალის მთლიანი ოდენობა იზრდება 709 მილიონ დოლარამდე. “ამავდროულად, მოლდოვის წარმომადგენლებს რატომღაც არ სურთ დაგროვილი ...

Read More »

“საწვავის გაძვირებას ლარის კურსის სიმყარე ანეიტრალებს”

სექტემბერში ქვეყანაში ფასები წლიურ ჭრილში 12.3%-ით გაიზარდა. ფასების ზრდა სამომხმარებლო საქონლის ყველა ჯგუფს შეეხო, მათ შორისაა სურსათი, ჯანდაცვა, ტრანსპორტი, კომუნალური ტარიფები და სხვა. ფასებმა მოიმატა საწვავზეც და ნავთობიმპორტიორები უკვე აანონებენ, რომ ფასები ისევ გაიზრდება. დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას ჰკითხეს, თუ რა კეთდება ფასების ზრდის შესაჩერებლად. „საწვავთან დაკავშირებით ძირითადი ფაქტორი არის ნავთობზე ფასების მომატება საგარეო ბაზრებზე, თუმცა ...

Read More »

IAEA: ირანის ობიექტების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა საფრთხეს უქმნის სადამკვირვებლო პროგრამას

გაეროს ატომური უწყების ხელმძღვანელის თქმით, მისი ორგანიზაციის სადამკვირვებლო პროგრამას ირანში შეზღუდვებს უქმნიან მნიშვნელოვან ობიექტზე, რაც ზრდის შეშფოთებას, რომ 2015 წლის ბირთვული ხელშეკრულების ხელმომწერი, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ვერ შეძლებენ ირანის ბირთვული პროგრამის “სურათის რეკონსტრუქციას”. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი ამ განცხადებებით გამოვიდა 23 ოქტომბერს, NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში. გროსი ამჟამად ვაშინგტონში იმყოფება, იმ ფონზე, როცა 2015 წლის ხელშეკრულების ...

Read More »

გაზზე გაზრდილი ფასების ფონზე, ჰიდროენერგიის ევროპელი მწარმოებლები მოგების მნიშვნელოვან ზრდას ელიან

ელექტროენერგიისა და გაზის ფასების უპრეცედენტო ზრდა განსაკუთრებულად მომგებიანი აღმოჩნდა ცენტრალურ და ჩრდილოეთ ევროპაში არსებული ჰიდროენერგიის მწარმოებელი კომპანიებისთვის. შექმნილი სიტუაცია მათ საშუალებას აძლევს კიდევ უფრო გაიმყარონ პოზიციები საბითუმო ბაზარზე. ბუნებრივ აირზე ფასებისა და მოთხოვნის რეკორდულმა მატებამ ელექტროენერგიის ფასები მთელ ევროპაში რეკორდულ მაქსიმუმამდე გაზარდა. S&P Global Platts-ის ცნობით, მაგალითად, გერმანიაში ელექტროენერგიის ღირებულებამ სექტემბრისთვის 117 ევრო/მვტ.სთ-ს გადააჭარბა. წიაღისეული საწვავის მწარმოებლების მსგავსად, ჰიდროსადგურებმა, ისევე ...

Read More »
გეოთერმული ენერგია: დედამიწის სითბოს საზრიანი გამოყენება

OECD ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებზე საექსპორტო კრედიტის გაცემას წყვეტს

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში (OECD) შემავალი ქვეყნების უმრავლესობა შეთანხმდა, რომ ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებისთვის საექსპორტო კრედიტების გაცემას შეწყვეტენ. ამის შესახებ ინფორმაციას OECD ავრცელებს. შეთანხმებას უერთდებიან ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ევროკავშირი, იაპონია, კორეა, ახალი ზელანდია, ნორვეგია, შვეიცარია, თურქეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. OECD-ს განაცხადებით, აკრძალვა ეხება ნახშირზე მომუშავე ახალ ელექტროსადგურებს, რომლებიც ნახშირბადის შთანთქმის, უტილიზაციისა და შენახვის ოპერაციის გარეშე (CCUS) ფუნქციონირებს. არსებული ქვანახშირის ელექტროსადგურებისთვის ...

Read More »

“აზერენერჯიმ” საქართველოში ელექტროენერგიის საექსპორტო მოცულობა გააორმაგა

„ქვეყანაში გენერაციის სიმძლავრის გაზრდის ფონზე, მნიშვნელოვანი სამუშაოები შესრულდა გადამცემი ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციაზე”. აღნიშნულის შესახებ შესახებ “აზერენერჯის” პრეზიდენტმა ბაბა რზაევმა განაცხადა. მისი სიტყვებით, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები სპეციალურად მეზობელ საქართველოსა და ირანთან ელექტროენერგიის მიწოდების გაუმჯობესებისა და საექსპორტო შესაძლებლობების გაზრდის მიზნით დამონტაჟდა. რზაევმა განაცხადა, რომ 2013 წელს დაწყებული, 67,5 კილომეტრიანი, 220 კვ სიმძლავრის “მასალი (აზერბაიჯანი) – ასტარას (ირანი)” გადამცემი ხაზის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება, ...

Read More »

ევროპაში გაზის შესყიდვაზე კონკურენცია იზრდება

ევროპული ქვეყნები იძულებულნი იქნებიან, ზამთარში გაზის მიწოდების დეფიციტის გამო, ევროპულ სოლიდარობაზე უარი თქვან. გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, ევროპის ქვეყნების გაზის საცავები ნორმაზე 20%-ით ნაკლებით ივსება. ამჟამად, მარაგების  მაჩვენებელი 71%-ზეა. ანალიტიკოსების აზრით, ყინვის დაწყებისთანავე, ევროპული სახელმწიფოების ხელისუფლებები  გაზის ექსპორტს აკრძალავენ. ექსპერტების აზრით, გერმანია, რომელიც 90%-ით იმპორტზეა დამოკიდებული, ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდება. ქვეყანა იძულებული იქნება უარი თქვას ევროპულ სოლიდარობაზე და  ნაკლებად მდიდარი ევროპის ქვეყნებისთვის განკუთვნილ ...

Read More »

ერ-რიადი მოუწოდებს ნავთობქვეყნებს, გამოვიდნენ წიაღისეულ საწვავებში ინვესტიციების შემცირების წინააღმდეგ

საუდის არაბეთი მოუწოდებს ნავთობმომპოვებელ ქვეყნებს, იმოქმედონ ერთიანად მოლაპარაკებებში, რომელიც დაიწყება ოქტომბრის ბოლოს და გამოვიდ Dow Jones-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. სამეფო თავის  ნავთობის მწარმოებელ მთავარ მოკავშირეებთან ერტად, მათ შორის ოპეკის ჩათვლით, საჯაროდ და კერძოდ ამტკიცებს, რომ ნებისმიერმა მოწოდებამ ნავთობისა და ბუნებრივი აირის ახალი საბადოების დამუშავებაში ინვესტიციების შემცირების შესახებ, რომელიც მოწონებულ იქნება  გაეროს სამიტზე “კლიმატთან” დაკავშირებით, რომელიც 31 ოქტომბერს ...

Read More »