ევროპაში გაზის შესყიდვაზე კონკურენცია იზრდება

ევროპული ქვეყნები იძულებულნი იქნებიან, ზამთარში გაზის მიწოდების დეფიციტის გამო, ევროპულ სოლიდარობაზე უარი თქვან.

გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, ევროპის ქვეყნების გაზის საცავები ნორმაზე 20%-ით ნაკლებით ივსება. ამჟამად, მარაგების  მაჩვენებელი 71%-ზეა.

ანალიტიკოსების აზრით, ყინვის დაწყებისთანავე, ევროპული სახელმწიფოების ხელისუფლებები  გაზის ექსპორტს აკრძალავენ.

ექსპერტების აზრით, გერმანია, რომელიც 90%-ით იმპორტზეა დამოკიდებული, ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდება. ქვეყანა იძულებული იქნება უარი თქვას ევროპულ სოლიდარობაზე და  ნაკლებად მდიდარი ევროპის ქვეყნებისთვის განკუთვნილ გაზს  შეისყიდის.

ევროპაში გაზის ფასი ბოლო თვეებში მკვეთრად გაიზარდა. ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში, ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათასი კუბური მეტრი გაზი 515 აშშ დოლარად ივაჭრებოდა, სექტემბრის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი გაორმაგდა.

წყარო: report

Leave a Reply