Author Archives: admin

ტაქსის მძღოლები Tesla-თი სიარულს შეძლებენ

გამოცემის ცნობით, Hertz-მა Tesla-ს 100 000 ელექტრომობილი შეუკვეთა, რომლის ჯამური ღირებულებაც 4,2 მილიარდ დოლარს შეადგენს. Uber-ის მძღოლებს საკუთარი მანქანებით უწევთ სარგებლობა, თუმცა 1 ნოემბრიდან Tesla-ს ელექტრომობილების დაქირავება შეეძლებათ. ეს პროგრამა, Bloomberg-ის აზრით, მიმზიდველი უნდა იყოს მძღოლებისთვის. ხელშეკრულების თანახმად, მძღოლები ავტომობილების დაქირავებისთვის კვირაში 334 დოლარს გადაიხდიან. თანდათან ეს თანხა 299 დოლარამდე დაეცემა.

Read More »
ნავთობის ფასის სამომავლო ტენდენციები ბუნდოვანია

ნავთობისა და ბუნებრივი აირის უდიდესი კომპანიები მსოფლიოში

პანდემიის დროს მოთხოვნის ფაქტობრივად არარსებობის გამო ნავთობისა და ბუნებრივი აირის ინდუსტრია მნიშვნელოვნად დაზარალდა. ენერგიის მოხმარების მაჩვენებელი გლობალურად 4.5%-ით დაეცა 2019 წელთან შედარებით. ნავთობზე მოთხოვნა კი 9%-ით შემცირდა. მეტიც, 2020 წლის აპრილში იყო შემთხვევა, როდესაც WTI-ის ნავთობის ფიუჩერსების ფასი ნულსაც ჩამოსცდა, რაც 1983 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ყოველდღიური ვარდნა იყო. სფეროს ექსპერტები ამ პერიოდში ვარაუდობდნენ, რომ აღნიშნული ტენდენცია 2021 წელსაც გაგრძელდებოდა, ...

Read More »

ნოვაკი: “OPEC +”-მა 4 ნოემბრის შეხვედრაზე უცვლელი უნდა დატოვოს ნავთობის მოპოვების ზრდის ადრე მიღებული გეგმა

4 ნოემბერს დაგეგმილ ყოველთვიურ შეხვედრაზე “OPEC +”-ის ქვეყნების მინისტრებმა უცვლელი უნდა დატოვონ ნავთობის მოპოვების ზრდის ადრინდელი გადაწყვეტილება, განაცხადა  რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა. “OPEC+”-ის ქვეყნებმა ივლისის თვეში მიიღეს გადაწყვეტილება 2021 წლის აგვისტოს თვიდან ნავთობის მოპოვების ზრდის დაჩქარებასთან დაკავშირებით 400 ათასი ბარელით/დღე-ღამეში  ყოველთვიურად. ამავდროულად მინისტრები შეთანხმდნენ ყოველთვე შეკრებაზე, რათა გადაწყვეტილებები მოარგონ ბაზრის ვითარებას, მაგრამ ეცადონ გაანეიტრალონ შეზღუდვების მთელი მოცულობა 9.7 მილიონი ბარელის ოდენობით ...

Read More »

ნავთობზე დავა გრძელდება: ორი „ფრონტერა“ ერთის ნაცვლად?

„ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ზაზა მამულაიშვილი აცხადებს, რომ ნავთობისა და გაზის სააგენტომ მის კომპანიას ნავთობის მოპოვების ლიცენზია გაუუქმა. ამ გადაწყვეტილებას იგი უკანონოს უწოდებს და აცხადებს, რომ სახელმწიფო ამ უკანონო გადაწყვეტილების საფუძველზე დედოფლისწყაროში ნავთობის რამდენიმე მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მარაგების ჩამორთმევას ცდილობს. „ფრონტერას კორპორაციის“, – მამულაიშვილთან დავის მეორე მხარეს მდგარი ფირმის, – წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სახელმწიფო მათთან შეთანხმებით მოქმედებს, რათა ...

Read More »

ენერგოკრიზისის დასაძლევად ევროკავშირი მოლდოვას 60 მილიონ ევროს გამოუყოფს

ენერგოკრიზისის დასაძლევად ევროკავშირი მოლდოვას 60 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდეტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. 22 ოქტომბერს, ენერგოკრიზისის ფონზე, მოლდოვის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა. მანამდე, მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მოსკოვში ენერგოკომპანია „გაზპრომთან“ გაზის შეძენის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ დარწმუნებული არ არის, რომ ხელისუფლება შეთანხმების მიღწევას შეძლებს. აღსანიშნავია, რომ ...

Read More »
თბილისში ბუნებრივი გაზის მკვეთრი სუნი გაზის ჭარბმა ოდორიზებამ გამოიწვია

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს. ზარათში, ჭოლევში, სორმონში, ნოღასა და მეჩხერში პროექტის ფარგლებში, ჯამურად, აშენდება 40 375 გრძივი მეტრი გაზსადენი, რაც 398 ადგილობრივ მოსახლეს საშუალებას მისცემს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. სამუშაოების ღირებულება შეადგენს 1 786 095 ლარს. უახლოეს მომავალში დაიწყება კიდევ 7 სოფლის ცხუნკურის, ყუმისთავის ოფურჩხეთის გუმათის, ჟონეთის, ნამოხვანისა და საკირეს გაზიფიცირებისათვის ...

Read More »

Shiba Inu-ს კრიპტოვალუტა ახალ რეკორდს აამყარებს

Robinhood-ის პლატფორმაზე Shiba Inu-ს დამატების შესახებ შექმნილი ხმაური კრიპტოვალუტის რეკორდულ მაჩვენებლამდე კიდევ ერთხელ ზრდას უწყობს ხელს. მონეტა ბოლო 24 საათის განმავლობაში 13%-ით გაიზარდა. ამჟამად ის მე-11 უმსხვილესი კრიპტოვალუტაა, რომლის საბაზრო ღირებულება $24 მილიარდს აღწევს. Change.org-ზე პეტიციას, რომლითაც Robinhood-ს სთხოვენ, Shiba Inu-ს “მიმ კრიპტოვალუტა” პლატფორმაზე განათავსოს, ახლა 326 000-ზე მეტი ხელმოწერა აქვს. Robinhood-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვლად ტენევმა განაცხადა, რომ ის “ფრთხილად” ...

Read More »
სოფლების ჩამონათვალი, რომელთა გაზიფიცირებაც 2016 წელს მოხდება

ევროპაში გაზის ფასი შემცირდა

ევროპაში გაზის ნოემბრის ფიუჩერსების ფასი გასული სავაჭრო დღის განმავლობაში 3%-ით დაეცა. ამას მოწმობს ICE Futures-ის მონაცემები. გაზის ნოემბრის ფიუჩერსების ღირებულებამ ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათას კუბურ მეტრზე  1 015 აშშ დოლარი შეადგინა. გაზის ფასის ვარდნა განაპირობა იმან, რომ “გაზპრომის” ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა იამალის რესურს პოტენციალის შესახებ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ გაზპრომი მზად არის გააგრძელოს ევროპის მიწისქვეშა საწყობების (UGS) შევსება.

Read More »

“გაზპრომი“ ევროპის საცავებს გაზით შეავსებს

რუსეთი ევროპის გაზის საცავებს მას შემდეგ შეავსებს, რაც საკუთარი საწყობების ავსებას დაასრულებს. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, ევროპის საცავების შევსებას “გაზპრომი” 8 ნოემბრიდან დაიწყებს. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, “გაზპრომი”  ევროპელი მომხმარებლების წინაშე საკონტრაქტო ვალდებულებებს შეასრულებს და ევროპის ენერგეტიკული ბაზრისთვის უფრო ხელსაყრელ ვითარებას შექმნის. „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა განაცხადა, რომ “გაზპრომი” 1 ნოემბრისთვის  რუსეთის მიწისქვეშა საწყობებში ამოტუმბული გაზის სამიზნე მოცულობას – 72,6 მილიარდ კუბურ ...

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

საწვავის ფასების მიმოხილვა ევროპის ქვეყნებში

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი გაიზარდა 0,04  ხოლო  A-98 მარკის ბენზინის საშუალო ფასი გაიზარდა  – 0,03 ევროთი/ლიტრაზე, ასევე გაიზარდა დიზელის საწვავი – 0,04 ევროთი/ლიტრაზე. ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, შვედეთში და ფინეთში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს. 27 ოქტომბრის მდგომარეობით ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი ...

Read More »