ნოვაკი: “OPEC +”-მა 4 ნოემბრის შეხვედრაზე უცვლელი უნდა დატოვოს ნავთობის მოპოვების ზრდის ადრე მიღებული გეგმა

4 ნოემბერს დაგეგმილ ყოველთვიურ შეხვედრაზე “OPEC +”-ის ქვეყნების მინისტრებმა უცვლელი უნდა დატოვონ ნავთობის მოპოვების ზრდის ადრინდელი გადაწყვეტილება, განაცხადა  რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა.

“OPEC+”-ის ქვეყნებმა ივლისის თვეში მიიღეს გადაწყვეტილება 2021 წლის აგვისტოს თვიდან ნავთობის მოპოვების ზრდის დაჩქარებასთან დაკავშირებით 400 ათასი ბარელით/დღე-ღამეში  ყოველთვიურად.

ამავდროულად მინისტრები შეთანხმდნენ ყოველთვე შეკრებაზე, რათა გადაწყვეტილებები მოარგონ ბაზრის ვითარებას, მაგრამ ეცადონ გაანეიტრალონ შეზღუდვების მთელი მოცულობა 9.7 მილიონი ბარელის ოდენობით დღეში, რომელიც მიიღეს 2020 წლის მაისის თვეში (ივლისში ის შეადგენდა 5.8 მილიონი ბარელს/დღეში).

Leave a Reply