ენერგოკრიზისის დასაძლევად ევროკავშირი მოლდოვას 60 მილიონ ევროს გამოუყოფს

ენერგოკრიზისის დასაძლევად ევროკავშირი მოლდოვას 60 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდეტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

22 ოქტომბერს, ენერგოკრიზისის ფონზე, მოლდოვის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა.

მანამდე, მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მოსკოვში ენერგოკომპანია „გაზპრომთან“ გაზის შეძენის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ დარწმუნებული არ არის, რომ ხელისუფლება შეთანხმების მიღწევას შეძლებს.

აღსანიშნავია, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ბიუჯეტიდან თანხის შეუფერხებლად გამოყოფისთვისაა საჭირო, რათა გაზის შეძენა ალტერნატიული წყაროებიდან გახდეს შესაძლებელი.

„კრიტიკულ სიტუაციაში ვართ. გაზის ტრანსპორტირების სისტემაში წნევა კრიტიკულ დონეზეა ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების სისტემების ფუნქციონირებისთვის“, – აღნიშნა მოლდოვის პრემიერმა, ნატალია გავრილიცამ.

Leave a Reply