ტაქსის მძღოლები Tesla-თი სიარულს შეძლებენ

გამოცემის ცნობით, Hertz-მა Tesla-ს 100 000 ელექტრომობილი შეუკვეთა, რომლის ჯამური ღირებულებაც 4,2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

Uber-ის მძღოლებს საკუთარი მანქანებით უწევთ სარგებლობა, თუმცა 1 ნოემბრიდან Tesla-ს ელექტრომობილების დაქირავება შეეძლებათ. ეს პროგრამა, Bloomberg-ის აზრით, მიმზიდველი უნდა იყოს მძღოლებისთვის.

ხელშეკრულების თანახმად, მძღოლები ავტომობილების დაქირავებისთვის კვირაში 334 დოლარს გადაიხდიან. თანდათან ეს თანხა 299 დოლარამდე დაეცემა.

Leave a Reply