ევროპაში გაზის ნოემბრის ფიუჩერსების ფასი გასული სავაჭრო დღის განმავლობაში 3%-ით დაეცა. ამას მოწმობს ICE Futures-ის მონაცემები.
გაზის ნოემბრის ფიუჩერსების ღირებულებამ ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათას კუბურ მეტრზე 1 015 აშშ დოლარი შეადგინა.
გაზის ფასის ვარდნა განაპირობა იმან, რომ “გაზპრომის” ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა იამალის რესურს პოტენციალის შესახებ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ გაზპრომი მზად არის გააგრძელოს ევროპის მიწისქვეშა საწყობების (UGS) შევსება.