Author Archives: admin

ოპეკი ნავთობის ფასის ზრდას გეგმავს

OPEC-ის ქვეყნებმა ოქტომბერში ნავთობის წარმოება გაზარდეს

OPEC+-ის წევრმა ქვეყნებმა ოქტომბერში ნავთობის მოპოვება 490 ათასი ბარელით, 36,82 მილიონ ბარელამდე გაზარდეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო (IEA) ავრცელებს. საუდის არაბეთმა ოქტომბერში ნავთობის მოპოვება 9,8 მილიონ ბარელამდე გაზარდა, თუმცა ის კვლავაც გადაჭარბებით ასრულებს  ნავთობის მოპოვების 1%-ით შემცირების თაობაზე მიზანს. OPEC-ის ათმა ქვეყანამ ოქტომბერში  შეთანხმება გეგმის 124%-ით შეასრულა, ხოლო, ორგანიზაციის არაწევრმა ქვეყნებმა – 103%-ით.

Read More »

ქვეყნები, საიდანაც საქართველოში საწვავის იმპორტი ხორციელდება

საქართველოში 2021 წლის იანვარ-ოქტომბრის თვეებში 945,0 ათასი ტონა საწვავის იმპორტი განხორციელდა. როგორც „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირმა“ „ბიზნესპრესსნიუსს“ აცნობა, ზრდა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 34,5 ათასი ანუ 3,8% იყო. 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში 910,5 ათასი ტონა იყო. იანვარ-ოქტომბერში საერთო იმპორტიდან 490,2 ათასი ტონა იყო ბენზინი, ხოლო 454,7 ტონა – დიზელი. „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თურქმენეთიდან საწვავის იმპორტს არაბრენდირებული ბენზინგასამართი ...

Read More »
ნავთობის გაიაფების რვა მიზეზი

rent-ის ტიპის ნავთობის ფასი გაიზარდა, ხოლო Light Sweet-ის – შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 16 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით შეიცვალა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe) Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  82.43  (+ 0.38)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) Light Sweet-ის ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  80.76 (- 0,12)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება პირველ კვარტალში 1.8%-ით გაიზარდა

თბილისის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

„თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება: დიდუბის რაიონი – 11:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის პირველი კვარტლის (ნაწილობრივ), მიხეილ ჭიაურელის, ლუბლიანას და ნოდარ ბოხუა ქუჩების მოსახლეობას; ნაძალადევის რაიონი – 10:30-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის და ჭოპორტის ქუჩის მოსახლეობას; სამგორის რაიონი – 10:00-დან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის და მამისაშვილის ...

Read More »
ირანი, პაკისტანი და ჩინეთი ენერგოპარტნიორები ხდებიან

ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის ტრანზიტი 46%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში აზერბაიჯანის მაგისტრალური გაზსადენებით 28,433,000,000 კუბური მეტრიბუნებრივი აირი გადატვირთეს, რაც  20,4%-ით მეტია 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აზერბაიჯანის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით, ქვეყნის მაგისტრალური გაზსადენებით სატუმბი გაზის საერთო მოცულობაში, 50,5% მოდის ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენზე (სამხრეთ კავკასიის გაზსადენი). საანგარიშო პერიოდში აღნიშნული მილსადენით 14 365 000 000 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი იქნა ტრანსპორტირებული, რაც 45,8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

Read More »

დანიაში ელექტროენერგიასა და ბუნებრივი აირის გაძვირების გამო მთავრობა მოქალაქეებს დაეხმარება

დანიაში ელექტროენერგიასა და გაზის გაძვირების გამო მთავრობა მოქალაქეებს დაეხმარება. როგორც დანიის ენერგეტიკის სამინისტროში განაცხადეს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფენ 100 მილიონ კრონას, რაც 15 მილიონი დოლარის ეკვივალენტია. ეს თანხა ყველაზე დაუცველი მოქალაქეების დასახმარებლად დაიხარჯება. ფინანსურ დახმარებას მიიღებენ პენსიონერები, ასევე სოციალური შემწეობის მიმღები პირები და უმუშევარი მოქალაქეები. „ენერგომატარებლებზე ფასების გლობალური ზრდის გამო დანიის მოქალაქეთა ნაწილს ზამთრის სეზონზე სოლიდური გადასახადი დაუგროვდებათ, რაც შეიძლება რამდენიმე ათასი კრონაც ...

Read More »

ბიტკოინის ღირებულება 10%-ით შემცირდა

ბიტკოინის ღირებულება, 28 ოქტომბრის შემდეგ პირველად, 60 ათას აშშ დოლარს ჩამოცდა. ამას მოწმობს Binance-ის ბირჟის მონაცემები. გასული სავაჭრო დღის განმავლობაში, ბიტკოინის ღირებულება 10%-ით შემცირდა და 59,2 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. ნოემბერში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 67,630 აშშ დოლარს გადააჭარბა. შეგახსენებთ, რომ გასული კვირების განმავლობაში ციფრული აქტივების ბაზრის შეფასება 4%-ით გაიზარდა და 3 ტრილიონ დოლარს მიაღწია.

Read More »

საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრი: დღეისათვის სანავთობო ბაზარი დაბალანსებულია

სანავთობო ბაზარი ამჟამად დაბალანსებულია, განაცადა საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა, პრინც აბდულაზიზ ბენ სალმანმა. აღნიშნულის შესახებ, “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება. კომენტირებისას, რომ ბაზარი მეტ ნავთობს ითხოვს, მან ჩაიცინა: “რომელი ბაზარი? იქნებ გაზის? თუ ნახშირის? იქნებ განახლებადი ენერგეტიკის ბაზარი?” მინისტრმა გაიხსენა OPEC-ის პროგნოზი, რომ დეკემბერში დაიწყება ნავთობის კომერციული მარაგების ზრდა, ხოლო პირველ კვარტალში ის მნიშვნელოვანი იქნება. მან კომენტარი არ გააკეთა იმაზე, შესაძლებელია ...

Read More »
თბილისში ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის სამი ავტომატური სადგურის მონტაჟი დაიწყო

EEA: ევროპაში ჰაერის დაბინძურებით წელიწადში 300 ათასზე მეტი ადამიანი კვდება

ევროპის გარემოს დაცვის სააგენტომ (EEA) განაცხადა, რომ ჰაერის დაბინძურებით გამოწვეულმა ნაადრევმა სიკვდილიანობამ იკლო, მაგრამ ამ მიზეზით მაინც კვდება წელიწადში 300 ათასზე მეტი ადამიანი. 15 ნოემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში EEA აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრებმა ჰაერის ხარისხის დასაცავად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ დადგენილ წესებს რომ მისდიონ, სიკვდილიანობის მაჩენებლის განახევრება იქნებოდა შესაძლებელი. 2,5 მიკრომეტრზე მცირე ზომის ნაწილაკებთან დაკავშირებული სიკვდილიანობა 2019 წელს სავარაუდოდ 307 ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი ზრდას განაგრძობს

ევროპაში გაზის ფასი გასული სავაჭრო დღის განმავლობაში 4%-ით გაიზარდა. ამას მოწმობს ICE Futures-ის მონაცემები. დეკემბრის გაზის ფიუჩერსების ღირებულებამ ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათას კუბურ მეტრზე 983 აშშ დოლარი შეადგინა. გაძვირების მიზეზი, შესაძლოა, ნორვეგიიდან ევროპაში გაზის მიწოდების ნომინაციების შემცირება იყოს. დღის განმავლობაში ისინი 10%-ზე მეტით შემცირდა – 310,9 მლნ კუბურ მეტრამდე. შეგახსენებთ, რომ გერმანულმა მარეგულირებელმა შეაჩერა “ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” სერთიფიცირების პროცესი. ზოგადად, ფასების მატების ...

Read More »