ევროპის გარემოს დაცვის სააგენტომ (EEA) განაცხადა, რომ ჰაერის დაბინძურებით გამოწვეულმა ნაადრევმა სიკვდილიანობამ იკლო, მაგრამ ამ მიზეზით მაინც კვდება წელიწადში 300 ათასზე მეტი ადამიანი.
15 ნოემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში EEA აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრებმა ჰაერის ხარისხის დასაცავად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ დადგენილ წესებს რომ მისდიონ, სიკვდილიანობის მაჩენებლის განახევრება იქნებოდა შესაძლებელი.
2,5 მიკრომეტრზე მცირე ზომის ნაწილაკებთან დაკავშირებული სიკვდილიანობა 2019 წელს სავარაუდოდ 307 ათასი იყო. 2018 წელს ეს მაჩვენებელი 346 ათასს შეადგენდა. ეს გაუმჯობესება ძირითადად დაკავშირებული იყო მთელ კონტინენტზე ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ღონისძიებებთან, აცხადებს ევროკავშირის ჰაერის დაბინძურების მონაცემების ცენტრი.
2019 წელს ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა, 39 ათასი ადამიანი, პოლონეთში აღირიცხა.
წყარო: “რადიო თავისუფლება”