Author Archives: admin

დღეს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 13 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების, გოძიაშვილის, ემხვარის, კვანტალიანის, გაგარინის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების მოსახლეობას. მთაწმინდის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), რესპუბლისის მოედნის, ვასო აბაშიძის, თაბუკაშვილის, ჭანტურიას და ჯორჯიაშილის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის ...

Read More »

აშშ-ის ხელისუფლება უარს იტყვის შიგაწვისძრავიან ავტომობილებზე

აშშ-ის ხელისუფლება უარს იტყვის შიგაწვისძრავიანი ავტომობილების გამოყენებაზე 2035 წლისთვის. ხელისუფლება მათ შესყიდვას შეწყვეტს 2027 წლისთვის. როგორც Reuters-ი წერს, აღნიშნულის შესახებ ბრძანებას ხელი ჯო ბაიდენმა მოაწერა. განკარგულების თანახმად ქვეყანაში CO₂-ის გაფრქვევა ატმოსფეროში 2030 წლისთვის 65%-ით შემცირდება, ხოლო 2050 წლისთვის განულდება. განკარგულებაში ნათქვამია, რომ ამერიკის საბიუჯეტო უწყებები ეს არის ყველაზე დიდი მომხმარებელი და დამსაქმებელი ქვეყანაში, ამიტომ მას შეეძლება დიდი გავლენის მოხდენა საქმიანობის ...

Read More »

ჩინეთის მთავრობამ სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენებით, პოლიტიკური ღონისძიების წინ ამინდი ხელოვნურად შეცვალა

ჩინეთის ხელისუფლებამ გასულ წელს, ივლისში დაგეგმილი პოლიტიკური ღონისძიების წინ ამინდი ხელოვნურად შეცვალა. როგორც ცინხუას უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევიდან ირკვევა, ჩინეთის მთავრობამ სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელიც ღრუბლების მასას აკონტროლებს, წვიმა ხელოვნურად შეაჩერა და პეკინში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები შეამცირა. ამინდის ხელოვნურად ცვლილების ტექნოლოგია პეკინმა ჩინეთის კომუნისტური პარტიის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავი ღონისძიების წინ გამოიყენა. შედეგად ტიანანმენის მოედანზე გამართულ ზეიმს ათასობით ადამიანი „უღრუბლო ცის“ ქვეშ დაესწრო. როგორც „ევრონიუსი“ წერს, ...

Read More »
მერია სახურავებზე მზის პანელების დამონტაჟების დაწყებას მომავალი წლიდან გეგმავს

მსოფლიოში არსებული სახლის სახურავების ნახევარი მზის პანელებით რომ აღიჭურვოს, ელექტროენერგიის მოთხოვნა 100%-ით დაკმაყოფილდებოდა

მზის პანელები, 2010 წელთან შედარებით, 79%-ით გაიაფდა.   ჩვენ მიერ წარმოდგენილი ანგარიში Nature Communications იძლევა გლობალური მასშტაბის დეტალურ შეფასებას, თუ რამდენი მზის პანელის მონტაჟია საჭირო მთლიანი მსოფლიოსთვის საკმარისი განახლებადი ენერგიის გამოსამუშავებლად და სად უნდა განთავსდეს ისინი. რაც შეეხება მზის პანელების გამოყენებას, როგორც ჩანს, ერთნაირად პრაქტიკული და სასარგებლო იქნება, როგორც მცირემოსახლეობიან ადგილებში, ასევე, ურბანულ ცენტრებშიც. მზის პანელები, 2010 წელთან შედარებით, 79%-ით გაიაფდა. ფასის ასეთმა დრამატულმა ვარდნამ მზის ელექტროსადგურების მონტაჟი კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა ოჯახებისა ...

Read More »

დანიური სტარტაპი გამდნარ მარილში ენერგიის შესანახად ტექნოლოგიას ავითარებს

სტარტაპმა, რომელიც გამდნარ მარილში ენერგიის შესანახად ტექნოლოგიას ავითარებს, დაფინანსების რაუნდში $12 მილიონი შეაგროვა. Hyme-ი თანხის ნაწილს საპილოტე ქარხნის განვითარებაში დახარჯავს. სტარტაპი ცდილობს ახალი გზები მოიძიოს ქარისა და მზისგან გამოუყენებელი ელექტროენერგიის შესანახად. დანიური კომპანია უკვე განიხილავს დაფინანსების კიდევ ერთ რაუნდს, რომელიც გლობალური გამოყენების დანერგვისკენ იქნება მიმართული. დანია ელექტროენერგიის დაახლოებით 40%-ს ქარის ენერგიისგან იღებს, მაგრამ ხშირად სრულად ვერ იყენებს ღამით გამომუშავებულ ენერგიას, ...

Read More »

დავით ნარმანიამ USAID-ის მწვანე ენერგეტიკის ფორუმში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ ორგანიზებულ სამხრეთ კავკასიის მწვანე ენერგეტიკის ფორუმში, სადაც მონაწილეებმა საქართველოში მწვანე ენერგიის წარმოების საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ფორუმი ონლაინ რეჟიმში გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების, აშშ-ის საელჩოს, აშშ-ის მწვანე ენერგეტიკული ტექნოლოგიების ორგანიზაციების ...

Read More »

მწვანე საგრანტო სქემა — ნაბიჯი ენერგოდამოუკიდებლობისკენ

ალბათ ხშირად გსმენიათ სიტყვა ენერგოეფექტურობა. უმეტესმა ჩვენგანმა ამ სიტყვის მნიშვნელობა იცის, მაგრამ, საინტერესოა, რამდენად დავფიქრებულვართ ამ სიტყვის მნიშვნელობაზე ჩვენს ცხოვრებაში. ამ სტატიაში მოგიყვებით ენერგოეფექტურობის სიკეთეებისა და მნიშვნელობის შესახებ. შევეხებით საქართველოში არსებულ მდგომარეობას ენერგოეფექტურობის ჭრილში და გაგაცნობთ ძალიან საინტერესო, მწვანე საგრანტო სქემას, რაც დაგეხმარებათ ენერგოდამოუკიდებლობისკენ ახალი ნაბიჯების გადადგმაში. იცოდით, რომ ენერგოეფექტურობა ნიშნავს ენერგიის სრულად გამოყენებას ისე, რომ მისი მცირე ნაწილიც არ დაიკარგოს? მაგალითად, ...

Read More »

Ford-მა მანქანა ოკეანეში გადაყრილი პლასტმასისგან ააწყო

ამერიკულმა ავტომწარმოებელმა Ford Motor Company-მ გამოუშვა მანქანა, რომლის ნაწილებიც ოკეანეში აღმოჩენილი მთლიანად გადამუშავებული პლასტმასისგან არის დამზადებული. ამის შესახებ Ford-ის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არის ნათქვამი. Ford Bronco Sport-ის სალონში გაყვანილობის სამაგრები გადამუშავებული სათევზაო ბადეებისგან დაამზადეს, რომლებიც ოკეანეში იყო დაკარგული ან გადაგდებული ოკეანეში. „პლასტიკას მუშები ინდოეთის ოკეანესა და არაბეთის ზღვაში აგროვებენ. ამით წყლის გარემოს გაწმენდაში, ნარჩენების შემცირებასა და ახალი სამუშაო ადგილების ...

Read More »

თურქმენეთი-ავღანეთი-პაკისტანი-ინდოეთის (TAPI), იგივე ტრანს-ავღანური გაზსადენი – იმედი რეგიონისთვის

ბოლო პერიოდში, აზიის ქვეყნების მედიებში ისევ აქტიურად ჩნდება ინფორმაცია თურქმენეთი-ავღანეთი-პაკისტანი-ინდოეთის (TAPI), იგივე ტრანს-ავღანური გაზსადენის მშენებლობის დაჩქარებული წესით გაგრძელების თაობაზე. შეგახსენებთ, რომ ის ავღანეთის სათავეში თალიბების მოსვლის შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით, დროებით კვლავ შეჩერდა, თუმცა, ბოლო მონაცემებით, თურქმენეთსა და ავღანეთს შორის წარმატებული მოლაპარაკების შედეგები, დამაიმედებელი პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა. 1,814 კილომეტრიანი მილსადენი თურქმენეთის გალკინიშის ბუნებრივი აირის საბადოებიდან ავღანეთისა და პაკისტანის გავლით, ინდოეთის ქალაქ ფაზილკამდე მივა, ...

Read More »

ლონდონში ორსართულიანი ელექტრო ავტოვბუსები იმოძრავებენ

პირველი ელექტრო ავტობუსი იმოძრავებს 98 მარშრუტზე.  აღნიშნული მარშუტი სპეციალურად შეირჩა „დაბინძურების ცხელი წერტილის“ სტატუსის გამო. ხსენებულ ფაქტს ლონდონის მერი გამოეხმაურა: „ძალიან ამაღელვებელა, რომ ეს სწორედ აქ ხდება. ექსპლუატაციის ხარჯები გაცილებით დაბალია ელექტრო ავტობუსების შემთხვევაში. მათ ნულოვანი გამონაბოლქვი აქვთ, რაც უზარმაზარ სარგებელს წარმოადგენს ყველა ლონდონელისთვის“. ავტობუსები აღჭურვილია BYD-ის მასიური 345 კვტ/სთ ბატარეით, რომელსაც შეუძლია დაახლოებით 306 კმ. გავლა, რაც, ზოგადად, საკმარისზე ...

Read More »